https://sputnik-georgia.com/20240716/saqartveloshi-dnm-monacemta-baza-sheiqmneba-289019552.html
საქართველოში დნმ-ის მონაცემთა ბაზა შეიქმნება
საქართველოში დნმ-ის მონაცემთა ბაზა შეიქმნება
Sputnik საქართველო
პროექტი მიხედვით, დასაშვები იქნება ნებისმიერი პირის გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია, მისივე თანხმობით. 16.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-16T20:51+0400
2024-07-16T20:51+0400
2024-07-16T20:51+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458138_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_74b73a95dc7b74b4853cf59e1134b988.jpg
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზაზე დნმ-ის მონაცემთა ბაზა შეიქმნება, შესაბამისი ცვლილებები ორშაბათის ბიუროს სხდომაზე დაინიცირდა.დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნა დანაშაულის პრევენციას, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე, დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.კანონის პროექტით ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებას დაქვემდებარებული პირები განისაზღვრება. კერძოდ, პროექტის გათვალისწინებით, სავალდებულო იქნება ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება, დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით. დნმ-ის მონაცემთა ბაზაში ასევე აისახება სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე ფიზიკური პირისგან, გვამისგან, შემთხვევის ადგილიდან ან სხვა მატერიალური საგნიდან განსაზღვრული გენეტიკური პროფილები.პროექტი მიხედვით, დასაშვები იქნება ნებისმიერი პირის გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია, მისივე თანხმობით.კანონპროექტი გენეტიკური პროფილის შენახვის ვადებსაც განსაზღვრავს. პროექტის გათვალისწინებით, გენეტიკური პროფილი ინახება შემდეგი ვადით: განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირისთვის − 75 წლით; მძიმე დანაშაულისთვის − 50 წლით; ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის − 30 წლით; დანაშაულის რეციდივისთვის − 75 წლით; არასრულწლოვანი მსჯავრდებულის: განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის − 30 წლით; მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის − 10 წლით; დანაშაულის განმეორებით ჩადენისთვის − 75 წლით.პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი გენეტიკური პროფილი გარდაცვალებიდან 10 წლის ვადით შეინახება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458138_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_b6bffb79b9093d129227288bdda74250.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში დნმ-ის მონაცემთა ბაზა შეიქმნება
პროექტი მიხედვით, დასაშვები იქნება ნებისმიერი პირის გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია, მისივე თანხმობით.
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზაზე დნმ-ის მონაცემთა ბაზა შეიქმნება, შესაბამისი ცვლილებები ორშაბათის ბიუროს სხდომაზე დაინიცირდა.
დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნა დანაშაულის პრევენციას, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე, დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
კანონის პროექტით ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებას დაქვემდებარებული პირები განისაზღვრება. კერძოდ, პროექტის გათვალისწინებით, სავალდებულო იქნება ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირება, დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით.
დნმ-ის მონაცემთა ბაზაში ასევე აისახება სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე ფიზიკური პირისგან, გვამისგან, შემთხვევის ადგილიდან ან სხვა მატერიალური საგნიდან განსაზღვრული გენეტიკური პროფილები.
პროექტი მიხედვით, დასაშვები იქნება ნებისმიერი პირის გენეტიკური პროფილის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია, მისივე თანხმობით.
კანონპროექტი გენეტიკური პროფილის შენახვის ვადებსაც განსაზღვრავს. პროექტის გათვალისწინებით, გენეტიკური პროფილი ინახება შემდეგი ვადით:
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირისთვის − 75 წლით;
მძიმე დანაშაულისთვის − 50 წლით;
ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის − 30 წლით;
დანაშაულის რეციდივისთვის − 75 წლით;
არასრულწლოვანი მსჯავრდებულის:
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის − 30 წლით;
მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის − 10 წლით;
დანაშაულის განმეორებით ჩადენისთვის − 75 წლით.
პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი გენეტიკური პროფილი გარდაცვალებიდან 10 წლის ვადით შეინახება.