https://sputnik-georgia.com/20240716/ramdeni-premiaa-gamokopili-olimpiuri-chempionebistvis-289023447.html
პრემიის სახით რა ოდენობის თანხას მიიღებენ პარიზის ოლიმპიადის პრიზიორები მთავრობისგან?
პრემიის სახით რა ოდენობის თანხას მიიღებენ პარიზის ოლიმპიადის პრიზიორები მთავრობისგან?
Sputnik საქართველო
მთავრობის მეთაურმა წარმატებები უსურვა სპორტსმენებს და ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს. 16.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-16T19:29+0400
2024-07-16T19:29+0400
2024-07-16T19:29+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23051/79/230517948_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_0c3421e40b1e455a28e5b9599f190f4e.jpg
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა პარიზის ოლიმპიადაზე საპრიზო ადგილებზე გასულ ქართველ სპორტსმენებს პრემიის სახით 250 ათასიდან მილიონ ლარამდე გადასცემს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველოს პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სპორტის 10 სახეობაში 29 ლიცენზია მიანიჭა.პრემიერის თქმით, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა თავისთავად დიდი წარმატება და დიდი პატივია თითოეული სპორტსმენისთვის.„ჩვენთვის მთავარია რაც შეიძლება მეტი წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე, რაც შეიძლება მეტი ჩემპიონი, რაც შეიძლება მეტი მედალი და დარწმუნებული ვარ, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშები იქნება აბსოლუტურად გამორჩეული ჩვენი გუნდისთვის ამ თვალსაზრისით“ , - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.როგორც კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან ქართული სპორტის მხარდაჭერა გაგრძელდება და წლიდან წლამდე უფრო მეტად გაიზრდება.ბოლო ოლიმპიადაზე, რომელიც ტოკიოში გაიმართა, საქართველოს 35 ლიცენზია ჰქონდა.საქართველო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 1996 წლიდან მონაწილეობს. საქართველომ ყველაზე მეტი ლიცენზია 2016 წელს, რიოს თამაშებზე მიიღო, სადაც 40 სპორტსმენი გაემგზავრა.მთლიანობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სპორტსმენებმა 40 მედალი მოიპოვეს - მათგან ათი ოქროს, 12 ვერცხლის და 18 ბრინჯაოს.ტოკიოს წინა ოლიმპიადაზე, რომელიც პანდემიის გამო არა 2020, არამედ 2021 წელს გაიმართა, ქართველმა სპორტსმენებმა რვა მედალი მოიპოვეს - ორი ოქროს, ხუთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს (ძიუდო, ძალოსნობა და ჭიდაობა).რვიდან ოთხი მედალი ქართველმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს. ლაშა ბექაურმა (-90 კგ) ოქრო მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ვერცხლი, გურამ თუშიშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა (+100 და -66 კგ) ბრინჯაო აიღეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23051/79/230517948_95:0:1428:1000_1920x0_80_0_0_9664a6d18be34ca2d5d77885e2d05b13.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, სპორტი, ახალი ამბები
პრემიის სახით რა ოდენობის თანხას მიიღებენ პარიზის ოლიმპიადის პრიზიორები მთავრობისგან?
მთავრობის მეთაურმა წარმატებები უსურვა სპორტსმენებს და ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს.
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა პარიზის ოლიმპიადაზე საპრიზო ადგილებზე გასულ ქართველ სპორტსმენებს პრემიის სახით 250 ათასიდან მილიონ ლარამდე გადასცემს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველოს პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სპორტის 10 სახეობაში 29 ლიცენზია მიანიჭა.
„ტრადიციულად, წესდება ხოლმე პრემია ოლიმპიური თამაშების წინ და ამ შემთხვევაშიც საქართველოს მთავრობის მხრიდან ოლიმპიური ჩემპიონებისთვის მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი, ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა ვერცხლის მედლის შემთხვევაში, 250 ათასი ლარი – ბრინჯაოს პრიზიორებისთვის. დარწმუნებული ვარ, დამატებითი მოტივაცია არ გჭირდებათ, რათა ბოლომდე იბრძოლოთ ჩემპიონობისთვის", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა თავისთავად დიდი წარმატება და დიდი პატივია თითოეული სპორტსმენისთვის.
„ჩვენთვის მთავარია რაც შეიძლება მეტი წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე, რაც შეიძლება მეტი ჩემპიონი, რაც შეიძლება მეტი მედალი და დარწმუნებული ვარ, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშები იქნება აბსოლუტურად გამორჩეული ჩვენი გუნდისთვის ამ თვალსაზრისით“ , - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან ქართული სპორტის მხარდაჭერა გაგრძელდება და წლიდან წლამდე უფრო მეტად გაიზრდება.
ბოლო ოლიმპიადაზე, რომელიც ტოკიოში გაიმართა, საქართველოს 35 ლიცენზია ჰქონდა.
საქართველო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში 1996 წლიდან მონაწილეობს. საქართველომ ყველაზე მეტი ლიცენზია 2016 წელს, რიოს თამაშებზე მიიღო, სადაც 40 სპორტსმენი გაემგზავრა.
მთლიანობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სპორტსმენებმა 40 მედალი მოიპოვეს - მათგან ათი ოქროს, 12 ვერცხლის და 18 ბრინჯაოს.
ტოკიოს წინა ოლიმპიადაზე, რომელიც პანდემიის გამო არა 2020, არამედ 2021 წელს გაიმართა, ქართველმა სპორტსმენებმა რვა მედალი მოიპოვეს - ორი ოქროს, ხუთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს (ძიუდო, ძალოსნობა და ჭიდაობა).
რვიდან ოთხი მედალი ქართველმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს. ლაშა ბექაურმა (-90 კგ) ოქრო მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ვერცხლი, გურამ თუშიშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა (+100 და -66 კგ) ბრინჯაო აიღეს.