https://sputnik-georgia.com/20240716/premieri-saqartvelo-evroparlamenttan-tanamshromlobis-gazlierebas-elodeba-289023233.html
პრემიერი: საქართველო ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გაძიერებას ელოდება
პრემიერი: საქართველო ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გაძიერებას ელოდება
Sputnik საქართველო
რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს 16.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-16T23:00+0400
2024-07-16T23:00+0400
2024-07-16T23:00+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271109241_0:159:3076:1889_1920x0_80_0_0_276bf36acb9e4a5165209862b47c5e38.jpg
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველო ელოდება ევროპარლამენტთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას, ნათქვამია ევროპარლამენტის პრეზიდენტის პოსტზე რობერტა მეცოლას მეორე ვადით არჩევასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისალოც წერილში.ევროპარლამენტის ახალმა შემადგენლობამ სტრასბურგში, სამშაბათს გამართულ პირველ პლენარულ სესიაზე რობერტა მეცოლა თავმჯდომარის პოსტზე ხელახლა აირჩია.საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობებისაქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2024 წლის ზაფხულში გაუარესდა.ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ 9 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს გაეყინათ ფული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის და მეტიც, გააგრძელონ მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერის შემცირება და მისი გადამისამართება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის. მან ეს გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებითა და ანტიდასავლური რიტორიკით ახსნა. გარდა ამისა, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს საქართველოს გაწევრიანების პროცესი.რაც შეეხება ევროპარლამენტს, ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლება ხშირად აკრიტიკებდა მას მიღებული რეზოლუციების გამო და აცხადებდა, რომ მათ არავითარი ღირებულება არ გააჩნიათ.ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ოთხი რეზოლუცია მიიღო. პირველი რეზოლუცია მიღებულ იქნა 2022 წლის 9 ივნისს, მეორე 2022 წლის 14 დეკემბერს, მესამე 2023 წლის 16 თებერვალს და მეოთხე 2024 წლის 24 აპრილს.ბოლო რეზოლუციაში ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროპულ საბჭოს, არ გახსნას საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, სანამ დღის წესრიგში დგას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. რეზოლუციაში შეტანილ ცვლილებებში კი საუბარია უვიზო რეჟიმის გადახედვის აუცილებლობაზე, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ასევე ლგბტ* პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივის გაწვევაზე.ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.კანდიდატის სტატუსის გარდა, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. ამასთან, უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე მეტად მზად იქნება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და საქართველო გააგრძელებს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271109241_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_235abf08c2012dbc6dfcaff659ca2154.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები
პრემიერი: საქართველო ევროპარლამენტთან თანამშრომლობის გაძიერებას ელოდება
რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველო ელოდება ევროპარლამენტთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას, ნათქვამია ევროპარლამენტის პრეზიდენტის პოსტზე რობერტა მეცოლას მეორე ვადით არჩევასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მისალოც წერილში.
ევროპარლამენტის ახალმა შემადგენლობამ სტრასბურგში, სამშაბათს გამართულ პირველ პლენარულ სესიაზე რობერტა მეცოლა თავმჯდომარის პოსტზე ხელახლა აირჩია.
„რობერტა მეცოლას ვულოცავ ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას! ველით ჩვენს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას!“, - დაწერა კობახიძემ სოციალურ ქსელ „X”-ში.
საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2024 წლის ზაფხულში გაუარესდა.
ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ 9 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს გაეყინათ ფული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის და მეტიც, გააგრძელონ მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერის შემცირება და მისი გადამისამართება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის. მან ეს გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებითა და ანტიდასავლური რიტორიკით ახსნა.
გარდა ამისა, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს საქართველოს გაწევრიანების პროცესი.
რაც შეეხება ევროპარლამენტს, ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლება ხშირად აკრიტიკებდა მას მიღებული რეზოლუციების გამო და აცხადებდა, რომ მათ არავითარი ღირებულება არ გააჩნიათ.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ოთხი რეზოლუცია მიიღო. პირველი რეზოლუცია მიღებულ იქნა 2022 წლის 9 ივნისს, მეორე 2022 წლის 14 დეკემბერს, მესამე 2023 წლის 16 თებერვალს და მეოთხე 2024 წლის 24 აპრილს.
ბოლო რეზოლუციაში ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროპულ საბჭოს, არ გახსნას საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, სანამ დღის წესრიგში დგას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. რეზოლუციაში შეტანილ ცვლილებებში კი საუბარია უვიზო რეჟიმის გადახედვის აუცილებლობაზე, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ასევე ლგბტ* პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივის გაწვევაზე.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
კანდიდატის სტატუსის გარდა, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. ამასთან, უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე მეტად მზად იქნება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და საქართველო გააგრძელებს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას.