https://sputnik-georgia.com/20240716/onkopacientebi-medikamentebs-klinikebshi-miigeben-289013316.html
ონკოპაციენტები სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტებს კლინიკებში მიიღებენ
ონკოპაციენტები სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტებს კლინიკებში მიიღებენ
Sputnik საქართველო
მინისტრის თქმით, ცვლილების მიზანია, ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს 16.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-16T14:13+0400
2024-07-16T14:13+0400
2024-07-16T14:13+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/04/288833424_33:348:1217:1014_1920x0_80_0_0_e4397d05e2f395e2aa2b3abb50d110c9.jpg
თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების მიღება პირდაპირ, სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ, ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს ავრცელებს.სამინისტროს ინიციატივა, რომელიც მედიკამენტების მიწოდების სქემის განახლებას ითვალისწინებს, ონკოლოგიის ეროვნულმა საბჭომ განიხილა და მხარი დაუჭირა.დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, უახლოეს მომავალში ბენეფიციარები მათთვის საჭირო მედიკამენტებს სააფთიაქო ქსელის ნაცვლად, იმ კლინიკებში მიიღებენ, სადაც პროცედურებს გადიან.საბჭოს სხდომაზე ონკოლოგიის მკურნალობასთან დაკავშირებულ სხვა მიმართულებებზეც იმსჯელეს – მხარეებმა სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.ონკოლოგიის ეროვნული საბჭოს მიზანი ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისა და მართვის უზრუნველყოფაა. მის შემადგენლობაში შედიან: ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ონკოლოგები, ჰემატოლოგები და პროფესიული ასოციაციების წევრები.საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანაბრად ხელმისაწვდომია ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის და მთავრობის დაფინანსება ამ მიმართულებით მუდმივად იზრდება. 25 000-ლარიანი ლიმიტიდან, რომელსაც სახელმწიფო ონკოლოგიური დაავადების მქონე საქართველოს თითოეული მოქალაქის სამკურნალოდ გამოყოფს, მედიკამენტები ცალკე არის გამოყოფილი.კიბოსთან ბრძოლის პროგრამა2023 წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის, ასევე - ონკოქირურგიის სერვისები.ჯანდაცვის სამინისტრომ მაღალი ხარისხის ონკოლოგიური მედიკამენტების შეძენა უშუალოდ მწარმოებლისგან დაიწყო. კომპანია „როშესთან“ და „ნოვარტისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად სახელმწიფომ ძვირადღირებული მედიკამენტები მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა.ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ სახელმწიფო დაფინანსება მუდმივად მზარდია - თუ ონკოლოგიის მიმართულების ბიუჯეტი 2012 წელს 17 მილიონი ლარი იყო, 2023 წელს პროგრამების ბიუჯეტი 250 მილიონ ლარამდე გაიზარდა.ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტების საჭიროებებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარდა რეფერალური კომისიის ფარგლებშიც განიხილავს, სადაც პაციენტისთვის სამედიცინო სერვისებისა და მედიკამენტების დაფინანსება ინდივიდუალურად ხდება.გარდა ამისა, 2024 წლის მარტიდან ამოქმედდა კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა, რაც გულისხმობს ადრეული კვლევების დაფინანსებას. პროგრამა მოიცავს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებსა და სპეციალისტის კონსულტაციას, რაც გააუმჯობესებს ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენას ადრეულ ეტაპზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/04/288833424_0:0:1422:1066_1920x0_80_0_0_fb0c632e8ceb87f088bf122bf3169f26.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
ონკოპაციენტები სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტებს კლინიკებში მიიღებენ
მინისტრის თქმით, ცვლილების მიზანია, ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს
თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების მიღება პირდაპირ, სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ, ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს ავრცელებს.
სამინისტროს ინიციატივა, რომელიც მედიკამენტების მიწოდების სქემის განახლებას ითვალისწინებს, ონკოლოგიის ეროვნულმა საბჭომ განიხილა და მხარი დაუჭირა.
დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, უახლოეს მომავალში ბენეფიციარები მათთვის საჭირო მედიკამენტებს სააფთიაქო ქსელის ნაცვლად, იმ კლინიკებში მიიღებენ, სადაც პროცედურებს გადიან.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, დიდი ხნის განმავლობაში პაციენტებისთვის ამ პროცედურების გავლა სირთულეს წარმოადგენდა და აუცილებელი იყო ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. აღნიშნული ცვლილების მიზანი იარის ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა.
საბჭოს სხდომაზე ონკოლოგიის მკურნალობასთან დაკავშირებულ სხვა მიმართულებებზეც იმსჯელეს – მხარეებმა სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.
ონკოლოგიის ეროვნული საბჭოს მიზანი ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისა და მართვის უზრუნველყოფაა. მის შემადგენლობაში შედიან: ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ონკოლოგები, ჰემატოლოგები და პროფესიული ასოციაციების წევრები.
საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანაბრად ხელმისაწვდომია ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის და მთავრობის დაფინანსება ამ მიმართულებით მუდმივად იზრდება. 25 000-ლარიანი ლიმიტიდან, რომელსაც სახელმწიფო ონკოლოგიური დაავადების მქონე საქართველოს თითოეული მოქალაქის სამკურნალოდ გამოყოფს, მედიკამენტები ცალკე არის გამოყოფილი.
კიბოსთან ბრძოლის პროგრამა
2023 წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის, ასევე - ონკოქირურგიის სერვისები.
ჯანდაცვის სამინისტრომ მაღალი ხარისხის ონკოლოგიური მედიკამენტების შეძენა უშუალოდ მწარმოებლისგან დაიწყო. კომპანია „როშესთან“ და „ნოვარტისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად სახელმწიფომ ძვირადღირებული მედიკამენტები მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა.
ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ სახელმწიფო დაფინანსება მუდმივად მზარდია - თუ ონკოლოგიის მიმართულების ბიუჯეტი 2012 წელს 17 მილიონი ლარი იყო, 2023 წელს პროგრამების ბიუჯეტი 250 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტების საჭიროებებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარდა რეფერალური კომისიის ფარგლებშიც განიხილავს, სადაც პაციენტისთვის სამედიცინო სერვისებისა და მედიკამენტების დაფინანსება ინდივიდუალურად ხდება.
გარდა ამისა, 2024 წლის მარტიდან ამოქმედდა კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა, რაც გულისხმობს ადრეული კვლევების დაფინანსებას. პროგრამა მოიცავს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებსა და სპეციალისტის კონსულტაციას, რაც გააუმჯობესებს ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენას ადრეულ ეტაპზე.