https://sputnik-georgia.com/20240716/3000-kursdamtavrebuli-anazgaurebad-stajirebas-gaivlis-289016054.html
ათასობით ახალგაზრდა სახელმწიფო უწყებებში სტაჟირებას გაივლის
ათასობით ახალგაზრდა სახელმწიფო უწყებებში სტაჟირებას გაივლის
Sputnik საქართველო
საქართველოში სტაჟირება ანაზღაურებადია. 16.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-16T17:00+0400
2024-07-16T17:00+0400
2024-07-16T17:00+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24794/68/247946828_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_1e01e6400cf6b6d67cc865ba96d3764c.jpg
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლების ახალი პროგრამის წყალობით სხვადასხვა უნივერსიტეტების 3 ათასზე მეტი კურსდამთავრებული საჯარო სამსახურში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის.ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შემოღების ინიციატივით პრემიერი ირაკლი კობახიძე იანვარში გამოვიდა - მისი თქმით, ეს ახალგაზრდების დასაქმებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა. მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, პროექტის დეტალები, საკონკურსო პირობები, ვადები და შერჩევის კრიტერიუმები პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განიხილა.სტაჟირების პროგრამა, რომელიც გავრცელდება სახელმწიფო უწყებებზე, ოთხი თვე გაგრძელდება და კონკურსის საფუძველზე მასში მონაწილეობას 3 ათასზე მეტი კურსდამთავრებული შეძლებს. საქართველოში სტაჟირება ანაზღაურებადია. საქართველოს პარლამენტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო, რომლის მიხედვითაც სამთავრობო უწყებებში სტაჟიორთა ლიმიტი 10%-დან 20%-მდე გაიზარდა.ვინ გაივლის სტაჟირებას?სამთავრობო უწყებებში სტაჟირების გავლის შესახებ წესების თანახმად, სტაჟიორს დასრულებული უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) ან იყოს ბოლო კურსზე.პროგრამაში ჩასართველად აუცილებელია სახელმწიფო ენის ცოდნა, ნასამართლეობის არქონა და ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შესახებ ცნობის წარდგენა.სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის ახალგაზრდებს კონკურსის საფუძევლზე შეარჩევენ - განაცხადი ელექტრონული ფორმით მიიღება.სტაჟირებად ჩაითვლება საჯარო დაწესებულებაში გარკვეული სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ შესრულება, რომლის მიზანია პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო დაწესებულებისთვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოსამზადებლად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24794/68/247946828_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_1c4a770a9b7e9cee07b0cce1a36171fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
ათასობით ახალგაზრდა სახელმწიფო უწყებებში სტაჟირებას გაივლის
საქართველოში სტაჟირება ანაზღაურებადია.
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლების ახალი პროგრამის წყალობით სხვადასხვა უნივერსიტეტების 3 ათასზე მეტი კურსდამთავრებული საჯარო სამსახურში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის.
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შემოღების ინიციატივით პრემიერი ირაკლი კობახიძე იანვარში გამოვიდა - მისი თქმით, ეს ახალგაზრდების დასაქმებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა.
მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, პროექტის დეტალები, საკონკურსო პირობები, ვადები და შერჩევის კრიტერიუმები პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განიხილა.
სტაჟირების პროგრამა, რომელიც გავრცელდება სახელმწიფო უწყებებზე, ოთხი თვე გაგრძელდება და კონკურსის საფუძველზე მასში მონაწილეობას 3 ათასზე მეტი კურსდამთავრებული შეძლებს.
საქართველოში სტაჟირება ანაზღაურებადია.
საქართველოს პარლამენტმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო, რომლის მიხედვითაც სამთავრობო უწყებებში სტაჟიორთა ლიმიტი 10%-დან 20%-მდე გაიზარდა.
სამთავრობო უწყებებში სტაჟირების გავლის შესახებ წესების თანახმად, სტაჟიორს დასრულებული უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) ან იყოს ბოლო კურსზე.
პროგრამაში ჩასართველად აუცილებელია სახელმწიფო ენის ცოდნა, ნასამართლეობის არქონა და ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შესახებ ცნობის წარდგენა.
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობისთვის ახალგაზრდებს კონკურსის საფუძევლზე შეარჩევენ - განაცხადი ელექტრონული ფორმით მიიღება.
სტაჟირებად ჩაითვლება საჯარო დაწესებულებაში გარკვეული სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ შესრულება, რომლის მიზანია პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო დაწესებულებისთვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოსამზადებლად.