ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს - დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2024
გამოწერა
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 15 ივლისი - Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით ბათუმში 29 წლის მამაკაცი დაკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი წარსულში ნასამართლევი პირია.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, დანის გამოყენებით 27 წლის მამაკაცი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
პოლიციამ მამაკაცი მომხდარიდან მალევე დააკავა.
გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0