https://sputnik-georgia.com/20240713/ambrolauris-municipalitetsi-cofis-semtxveva-dafiqsirda-288977811.html
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა
Sputnik საქართველო
ამ ეტაპზე გარდაცვლილის ოჯახს საკუთრებაში ჰყავს 4 მეძებარი ძაღლი და 7 კატა, 13.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-13T01:15+0400
2024-07-13T01:15+0400
2024-07-13T01:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
სურსათის ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24583/06/245830658_0:236:2512:1649_1920x0_80_0_0_5d2da531940f46ea91d0379d7262bf17.jpg
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩორჯოში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა - ჰიდროფობიის კლინიკური ნიშნებით 45 წლის ქალი გარდაიცვალა, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით.უწყების ინფორმაციით, ცოფის შემთხვევა ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადასტურდა. ამ ეტაპზე გარდაცვლილის ოჯახს საკუთრებაში ჰყავს 4 მეძებარი ძაღლი და 7 კატა, რომლებსაც 2023-2024 წლებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაუტარა ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია.დადგინდა, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პაციენტის ოჯახს რამდენიმე თვის წინ ქუთაისიდან წამოყვანილი ჰყავდა ლეკვი, რომელიც მალევე ავად გახდა და დაუდგენელი დიაგნოზით მოკვდა, ძაღლის სიკვდილის შესახებ სააგენტოს ინფორმაცია არ მიუღია.ცოფის შემთხვევის დადასტურების შემდეგ, გამოვლენის კერებში ტარდება ამთვისებელი ცხოველების გადაუდებელი ვაქცინაცია. სააგენტოს რეკომენდაციით, დაწესდა საკარანტინო შეზღუდვები, რაც ქუჩაში და სხვა ადგილებში ცხოველების გაყვანის აკრძალვას გულისხმობს. საკარანტინო შეზღუდვები ცოფით დაავადების ბოლო შემთხვევის გამოვლენიდან 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება.სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ ჩორჯოში გასულ და მიმდინარე წელს ცოფი არ გამოვლენილა.
საქართველო
რაჭა-ლეჩხუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24583/06/245830658_0:0:2512:1884_1920x0_80_0_0_a9cf23eeb1c8d53eab151c16dcb02f20.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რაჭა-ლეჩხუმი , სურსათის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები, საქართველო, რაჭა-ლეჩხუმი , სურსათის ეროვნული სააგენტო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა
ამ ეტაპზე გარდაცვლილის ოჯახს საკუთრებაში ჰყავს 4 მეძებარი ძაღლი და 7 კატა,
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩორჯოში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა - ჰიდროფობიის კლინიკური ნიშნებით 45 წლის ქალი გარდაიცვალა, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით.
უწყების ინფორმაციით, ცოფის შემთხვევა ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადასტურდა. ამ ეტაპზე გარდაცვლილის ოჯახს საკუთრებაში ჰყავს 4 მეძებარი ძაღლი და 7 კატა, რომლებსაც 2023-2024 წლებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაუტარა ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია.
დადგინდა, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პაციენტის ოჯახს რამდენიმე თვის წინ ქუთაისიდან წამოყვანილი ჰყავდა ლეკვი, რომელიც მალევე ავად გახდა და დაუდგენელი დიაგნოზით მოკვდა, ძაღლის სიკვდილის შესახებ სააგენტოს ინფორმაცია არ მიუღია.
ცოფის შემთხვევის დადასტურების შემდეგ, გამოვლენის კერებში ტარდება ამთვისებელი ცხოველების გადაუდებელი ვაქცინაცია. სააგენტოს რეკომენდაციით, დაწესდა საკარანტინო შეზღუდვები, რაც ქუჩაში და სხვა ადგილებში ცხოველების გაყვანის აკრძალვას გულისხმობს. საკარანტინო შეზღუდვები ცოფით დაავადების ბოლო შემთხვევის გამოვლენიდან 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ ჩორჯოში გასულ და მიმდინარე წელს ცოფი არ გამოვლენილა.