გერმანიაში ქართულ ღვინოს და მის ისტორიას გაეცნენ

© photo: Sputnik / Stringerქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2024
გამოწერა
ღონისძიებას მარკეტინგის საერთაშორისო ექსპერტები, სტუდენტები და ღვინის ენთუზიასტები ესწრებოდნენ.
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ღვინის ინსტიტუტში (Deutsche Wein und Sommelierschule) ქართული ღვინის პრეზენტაცია-სემინარი ჩატარდა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ღონისძიება, რომელსაც გერმანიის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი ივონე ჰეისტერმანი (Yvonne Heistermann) უძღვებოდა, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა და მას მარკეტინგის საერთაშორისო ექსპერტები, სტუდენტები და ღვინის ენთუზიასტები დაესწრნენ.
პრეზენტაცია მოიცავდა ქართული მეღვინეობის კულტურის განვითარების ისტორიას, ღვინის ინდუსტრიის თანამედროვე მდგომარეობას, ასევე, ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიების სტრატეგიას და ძირითად მიზნებს, აღნიშნავენ უწყებაში.
ბერლინში ქართული ღვინის წარდგენა ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის ff.k Public Relations და ღვინის ინსტიტუტის Deutsche Wein und Sommelierschule ჩართულობით გაიმართა.
„ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა და საექსპორტო ქვეყნების ათეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოდან გერმანიაში 674 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული, ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 32% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0