ბათუმში მშენებლობიდან არასრულწლოვანი გადავარდა

© photo: Sputnikსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2024
გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, ბიჭი მეოთხე სართულიდან გადავარდა.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ბათუმში სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს სახურავიდან არასრულწლოვანი გადავარდა, იუწყება „მთავარი არხი“.
შემთხვევა დღეს დილით ლეონიძის ქუჩაზე მოხდა, სადაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
17 წლის ბიჭი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმებს ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ.
ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
წინასწარი ინფორმაციით, ბიჭი მეოთხე სართულიდან გადავარდა.
მომხდარ ფაქტზე შსს-ში გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მომდინარეობს, რაც სამთო-სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0