https://sputnik-georgia.com/20240711/vibanaot-tu-ara-zrvasi-saqartvelosi-wylis-xarisxi-semowmda-288967292.html
ვიბანაოთ თუ არა შავ ზღვაში? საქართველოში წყლის ხარისხი შემოწმდა
ვიბანაოთ თუ არა შავ ზღვაში? საქართველოში წყლის ხარისხი შემოწმდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შავ ზღვაში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია, განუცხადა ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და სოფლის... 11.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-11T23:58+0400
2024-07-11T23:58+0400
2024-07-11T23:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
აჭარა
აჭარის მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/01/249598436_0:53:3451:1994_1920x0_80_0_0_767701614ff5c726431a50bc8f33da29.jpg
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შავ ზღვაში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია, განუცხადა ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მაჩვენებლების სისტემატურ მონიტორინგს 12 სადგურზე აწარმოებს. კვლევებისას განისაზღვრება ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები.შამუგიამ აჭარის მთავრობის მეთაურთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ბათუმში აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის გახსნას დაესწრო.მინისტრის თქმით, ახალი ლაბორატორიის წყალობით ამიერიდან სინჯების თბილისში გამოგზავნა აღარ იქნება საჭირო.„ნიმუშები გუშინაც იქნა აღებული და ამ მიმართულებით კვლევა ამ ახალ ლაბორატორიაში ჩატარდება“, - აღნიშნა მან.აქამდე შავ ზღვაში აღებული ნიმუშები იგზავნებოდა თბილისში ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის აკრედიტებულ ლაბორატორიაში, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის ანალიტიკური აპარატურით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ოფისი აჭარაში აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. გარდა წყლის ხარისხის განსაზღვრისა, შენობა აღჭურვილია ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის ანალიზის, მეთევზეობისა და აკვაკულტურის მიკრობიოლოგიური და ჰიდრობიოლოგიური ლაბორატორიებით, რომლებიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკით.ბათუმში ახალ ლაბორატორიაში ამ დროისთვის 34 ადამიანია დასაქმებული. სამინისტრო გეგმავს მონიტორინგის სადგურების რაოდენობის გაზრდას საქართველოს სხვა რეგიონებში, ასევე ქუთაისში წყლის ხარისხის მონიტორინგის კიდევ ერთი ლაბორატორიის გახსნას.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/01/249598436_360:0:3091:2048_1920x0_80_0_0_04369f07f1b6a29ace2e356f92c603a1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აჭარა , აჭარის მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აჭარა , აჭარის მთავრობა
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ შავ ზღვაში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია, განუცხადა ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მაჩვენებლების სისტემატურ მონიტორინგს 12 სადგურზე აწარმოებს. კვლევებისას განისაზღვრება ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები.
„რეგულარულად ვახორციელებთ შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს, განსაკუთრებით ტურისტულ სეზონზე. განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, შავი ზღვის წყლის ხარისხი დადგენილ ნორმებს შეესაბამება“, - განაცხადა შამუგიამ.
შამუგიამ აჭარის მთავრობის მეთაურთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ბათუმში აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის გახსნას დაესწრო.
მინისტრის თქმით, ახალი ლაბორატორიის წყალობით ამიერიდან სინჯების თბილისში გამოგზავნა აღარ იქნება საჭირო.
„ნიმუშები გუშინაც იქნა აღებული და ამ მიმართულებით კვლევა ამ ახალ ლაბორატორიაში ჩატარდება“, - აღნიშნა მან.
აქამდე შავ ზღვაში აღებული ნიმუშები იგზავნებოდა თბილისში ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის აკრედიტებულ ლაბორატორიაში, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის ანალიტიკური აპარატურით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ოფისი აჭარაში აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. გარდა წყლის ხარისხის განსაზღვრისა, შენობა აღჭურვილია ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის ანალიზის, მეთევზეობისა და აკვაკულტურის მიკრობიოლოგიური და ჰიდრობიოლოგიური ლაბორატორიებით, რომლებიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკით.
ბათუმში ახალ ლაბორატორიაში ამ დროისთვის 34 ადამიანია დასაქმებული. სამინისტრო გეგმავს მონიტორინგის სადგურების რაოდენობის გაზრდას საქართველოს სხვა რეგიონებში, ასევე ქუთაისში წყლის ხარისხის მონიტორინგის კიდევ ერთი ლაბორატორიის გახსნას.