სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ მუნიციპალიტეტები დამატებით თანხებს მიიღებენ

© Municipality and сity нall of Khobiწყალდიდობა ხობში
წყალდიდობა ხობში - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2024
გამოწერა
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების გასატარებლად გამოყოფილი თანხის მოცულობა 21,2 მლნ ლარით გაიზარდა და 104,9 მლნ ლარს შეადგენს.
შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.
„სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს არაუმეტეს 104 877 000 ლარი“, - ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.
განკარგულების თანახმად, დამატებითი თანხები ძირითადად დასავლეთ საქართველოს რეგიონებში გადაირიცხება, სადაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ძლიერი წვიმა დაფიქსირდა.
კერძოდ, დამატებით თანხებს მიიღებენ:
მარტვილის მუნიციპალიტეტი – 3.458 ათას ლარს ნაცვლად 1.478 ათასი ლარისა
ზეტაფონის მუნიციპალიტეტი – 2.990 ათას ლარს ნაცვლად 2.690 ათასი ლარისა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი – 5.855 ათას ლარს ნაცვლად 4.855 ათასი ლარისა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – 6.366 ათას ლარს ნაცვლად 4.366 ათასი ლარისა
ქუთაისის მუნიციპალიტეტი - 3.986 ათას ლარს ნაცვლად 3.986 ათასი ლარისა
ჭიათურის მუნიციპალიტეტი – 5.738 ათას ლარს ნაცვლად 3.738 ათასი ლარისა
ონის მუნიციპალიტეტი – 4.601 ათას ლარს ნაცვლად 4.401 ათასი ლარისა
ტყიბულის მუნიციპალიტეტი – 1.750 ათას ლარს ნაცვლად 1.305 ათასი ლარისა
ბორჯომის მუნიციპალიტეტი – 444 ათას ლარს ნაცვლად 405 ათასი ლარისა
ბაღდათის მუნიციპალიტეტი – 4.480 ათას ლარს ნაცვლად 1.960 ათასი ლარისა
ვანის მუნიციპალიტეტი – 2.705 ათას ლარს ნაცვლად 555 ათასი ლარისა
თერჯოლის მუნიციპალიტეტი – 1.105 ათას ლარს ნაცვლად 405 ათასი ლარისა
სამტრედიის მუნიციპალიტეტი – 1.785 ათას ლარს ნაცვლად 660 ათასი ლარისა
სენაკის მუნიციპალიტეტი – 3.920 ათას ლარს ნაცვლად 2.920 ათასი ლარისა.
გარდა ამისა, სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის თანხებს მიიღებენ ამბროლაურის (1,44 მლნ ლარი) და ქარელის (200 ათასი ლარი) მუნიციპალიტეტები.
ყველა ახალი ამბავი
0