დეპუტატი: ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოში მისი ქმედებების რეალურ არსზე მეტყველებს

© Courtesy of Parliament of Georgiaირაკლი ქადაგიშვილი
ირაკლი ქადაგიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2024
გამოწერა
ქადაგიშვილის თქმით, ევროკავშირის ლიდერები არასამთავრობო სექტორს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებენ.
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სექტორისთვის გამოყოფილი თანხების არასამთავრობო სექტორზე გადამისამართების თაობაზე მეტყველებს მის ნამდვილ ზრახვებზე, განაცხადა პარლამენტის პროცედურული საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილიმ.
განცხადება იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ გერჩინსკიმ 9 ივლისს გააკეთა და დასძინა, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა ეტაპობრივად შემცირდება. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების გამო საქართველოს ხელისუფლება მთელი დასავლეთის კრიტიკის ობიექტი გახდა.
„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რეალურ არსს, თუ რა უნდათ ამ ძალებს. მათ არ აინტერესებთ სახელმწიფო და კონკრეტულად შეიარაღებული ძალების რეალური დახმარება. ამ გადაწყვეტილებიდან ნათელია, რომ ეს არ არის მათი პრიორიტეტული ამოცანა. სწორედ არასამთავრობო სექტორია მათი პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, რომელსაც დღეს უკვე ღიად იყენებენ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, აშკარა გახდა, რომ ევროკავშირის ლიდერები არასამთავრობო სექტორს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებენ.
„აშკარაა, რომ მათ აქვთ არასამთავრობო სექტორი არა სამოქალაქო სექტორის გასაძლიერებლად, არამედ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. სწორედ ამიტომ არ სურდათ, რომ ეს უკანონო საქმიანობა საზოგადოებისთვის ღია და გამჭვირვალე გამხდარიყო და სწორედ ამიტომ არიან ამ კანონის წინააღმდეგი“, - აღნიშნა დეპუტატმა.
ჰერჩინსკიმ ასევე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ შეაჩერონ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების პროცესი.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
კანდიდატის სტატუსის გარდა, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
ყველა ახალი ამბავი
0