https://sputnik-georgia.com/20240709/romelma-partiam-miigo-meti-tanxa-288924612.html
რომელ პარტიას ჩაურიცხეს ყველაზე მეტი თანხა: 6 თვის მონაცემები
რომელ პარტიას ჩაურიცხეს ყველაზე მეტი თანხა: 6 თვის მონაცემები
Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ ძირითად სპონსორებს შორის არის ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი 09.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-09T11:07+0400
2024-07-09T11:07+0400
2024-07-09T11:07+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275063511_0:240:1280:960_1920x0_80_0_0_fdd32251945e69736242ff240900e093.jpg
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. შემოწირულობების მხრივ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ლიდერობს – 2024 წლის ექვს თვეში პარტიამ 1,4 მლნ ლარი (1.403,706) მიიღო, ნათქვამია ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.მთლიანობაში, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში საპარლამენტო პარტიების ნაწილმა შემოწირულობის სახით მიიღო თითქმის 3 მილიონი ლარი - 2.839, 895 ლარი.მეორე ადგილზეა ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის", მიმდინარე წლის 6 თვეში შემოწირულობის სახით 910.490 ლარი მიიღო. შემომწირველებს შორის არიან პარტიის დამფუძნებლები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, რომლებმაც პარტიას 60-60 ათასი ლარი შესწირეს.რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემოწირულებას, პარტიამ საანგარიშო პერიოდში 464.402 ლარის შემოწირულება მიიღო. შემომწირველებს შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“ გენმდივანი პეტრე ცისკარიშვილი, რომელმაც პარტიას ჯამში, რამდენიმე ტრანზაქციის შედეგად, 58,300 ლარი გადაურიცხა.ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ მიმდინარე წლის 6 თვეში 50.997 ლარის შემოწირულობა მიიღო - შემომწირველებს შორის არიან ბერდია სიჭინავა და ანა ბუჩუკური.საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტია „ევროპელმა სოციალისტებმა“ კი აღნიშნულ პერიოდში 10.300 ლარის შემოწირულობა მიიღო.ანტიკორუფციული ბიურო 2023 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა, მის ფუნქციებში შედის პარტიებისა და ჩინოვნიკების ფინანსების კონტროლი. უწყებას რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს. ბიურო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტისა და უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც იქნება პირველი და უნიკალური როგორც კენჭისყრის, ისე საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს.ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275063511_0:94:1155:960_1920x0_80_0_0_0f69d4c217495812a90d48ebea1f9c28.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
რომელ პარტიას ჩაურიცხეს ყველაზე მეტი თანხა: 6 თვის მონაცემები
„ქართული ოცნების“ ძირითად სპონსორებს შორის არის ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. შემოწირულობების მხრივ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ლიდერობს – 2024 წლის ექვს თვეში პარტიამ 1,4 მლნ ლარი (1.403,706) მიიღო, ნათქვამია ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთლიანობაში, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში საპარლამენტო პარტიების ნაწილმა შემოწირულობის სახით მიიღო თითქმის 3 მილიონი ლარი - 2.839, 895 ლარი.
„ქართული ოცნების“ ძირითად სპონსორებს შორის არის ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი, რომელმაც პარტიას 10 ათასი ლარი შესწირა. თბილისის მერმა კახა კალაძემ შემოწირულობის სახით 12 ათასი ლარი გაიღო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ბადრი ნანეტაშვილმა - 50 ათას ლარზე ოდნავ მეტი.
მეორე ადგილზეა ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის", მიმდინარე წლის 6 თვეში შემოწირულობის სახით 910.490 ლარი მიიღო. შემომწირველებს შორის არიან პარტიის დამფუძნებლები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, რომლებმაც პარტიას 60-60 ათასი ლარი შესწირეს.
რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემოწირულებას, პარტიამ საანგარიშო პერიოდში 464.402 ლარის შემოწირულება მიიღო. შემომწირველებს შორის არიან „ნაციონალური მოძრაობის“ გენმდივანი პეტრე ცისკარიშვილი, რომელმაც პარტიას ჯამში, რამდენიმე ტრანზაქციის შედეგად, 58,300 ლარი გადაურიცხა.
ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ მიმდინარე წლის 6 თვეში 50.997 ლარის შემოწირულობა მიიღო - შემომწირველებს შორის არიან ბერდია სიჭინავა და ანა ბუჩუკური.
საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტია „ევროპელმა სოციალისტებმა“ კი აღნიშნულ პერიოდში 10.300 ლარის შემოწირულობა მიიღო.
საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის პირველ 6 თვეში, ორ საპარლამენტო პარტიას - „მოქალაქეებსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შემოწირულება არ მიუღიათ.
ანტიკორუფციული ბიურო 2023 წლის 1 სექტემბერს ამოქმედდა, მის ფუნქციებში შედის პარტიებისა და ჩინოვნიკების ფინანსების კონტროლი. უწყებას რაჟდენ კუპრაშვილი ხელმძღვანელობს. ბიურო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტისა და უწყებათშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე.
საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელიც იქნება პირველი და უნიკალური როგორც კენჭისყრის, ისე საარჩევნო სისტემის თვალსაზრისით. ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 5%-ს მიიღებს.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.