პაპუაშვილი: საქართველომ ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის მისია ჩავარდნისგან იხსნა

© Courtesy of Shalva Papuashviliქართველი სამხედროები EUFOR RCA-ს მისიაში
ქართველი სამხედროები EUFOR RCA-ს მისიაში - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2024
გამოწერა
ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის უწყებისთვის განკუთვნილი 30 მლნ ევრო გაყინა
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. საქართველომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მისიაში მონაწილეობით იგი ჩაშლისგან გადაარჩინა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვის შესახებ.
განცხადება იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ გერჩინსკიმ 9 ივლისს გააკეთა და დასძინა, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა ეტაპობრივად შემცირდება. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების გამო საქართველოს ხელისუფლება მთელი დასავლეთის კრიტიკის ობიექტი გახდა.
„უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც 2014 წელს ევროკავშირი თავის წევრ ქვეყნებში ვერ პოულობდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მისიისთვის (EUFOR RCA) მონაწილეობის მსურველებს, საქართველომ („ქართული ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებით) 150 ჯარისკაცის გაგზავნით, ევროკავშირის ეს მისია ჩაშლას გადაარჩინა", - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
ამ ურთულეს ოპერაციაში საქართველო იყო ევროკავშირის არაწევრი ერთადერთი ქვეყანა და საფრანგეთის შემდეგ სამხედრო კონტინგენტით მეორე ქვეყანა.
EUFOR RCA არის ევროკავშირის სამშვიდობო მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში (გაეროს მიერ სანქცირებული). მისიის შესახებ შეთანხმება მიღწეული იქნა 2014 წლის იანვარში და პირველი ოპერაციები აპრილის ბოლოს დაიწყო.
საქართველოს თავდაცვის ძალების კონტინგენტი აღნიშნულ მისიაში პირველად 2014 წლის ივნისში ასეულის დონის ქვედანაყოფით ჩაერთო.
2014 წლის ივნისიდან დეკემბრამდე პერიოდში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 156 ქართველი ჯარისკაცი მსახურობდა, 2014 წლის დეკემბრიდან 2015 წლის მარტამდე კი იქ 85 ქართველი ჯარისკაცი იყო განლაგებული.
მისიამ მანდატი 2015 წლის 15 მარტს დაასრულა.
2017 წლის იანვრიდან კი ქართული სამხედრო კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ახალ – სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) ჩაერთო. 2022 წლამდე საქართველოდან მისიაში 35-მა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა.
ყველა ახალი ამბავი
0