https://sputnik-georgia.com/20240709/macharashvili-evrokavshiris-mier-30-mln-evros-gakinvaze-288929797.html
ეს შეურაცხმყოფელია! - დეპუტატი თავდაცვის უწყებისთვის 30 მლნ ევროს გაყინვაზე
ეს შეურაცხმყოფელია! - დეპუტატი თავდაცვის უწყებისთვის 30 მლნ ევროს გაყინვაზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის უწყებისთვის განკუთვნილი 30 მლნ ევროს გაყინვის შესახებ ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილება გასაკვირი არ... 09.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-09T15:00+0400
2024-07-09T15:00+0400
2024-07-09T15:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23440/84/234408415_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_6b243c585f3959c904e81265aa4a88fd.jpg
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის უწყებისთვის განკუთვნილი 30 მლნ ევროს გაყინვის შესახებ ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილება გასაკვირი არ არის, თუმცა დასანანი და შეურაცხმყოფელია, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “ კანონის გათვალისწინებით საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობების საკითხი განიხილეს 24 ივნისს ლუქსემბურგში - ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ხოლო 27 ივნისს - უმაღლეს დონეზე - ევროპული საბჭოს მიერ. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ 9 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვა. დიპლომატის თქმით, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა შეზღუდული იქნება.დეპუტატის თქმით, საქართველომ თავისი არსებობის მანძილზე არაერთი განსაცდელი გამოიარა.9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისადმი ეტაპობრივად შემცირდება და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერაზე გადამისამართდება. ჰერჩინსკიმ ასევე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ შეაჩერონ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების პროცესი.ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.კანდიდატის სტატუსის გარდა, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა.ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23440/84/234408415_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_66408c9b89eb92473bad9a4363b10cd5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ახალი ამბები
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის უწყებისთვის განკუთვნილი 30 მლნ ევროს გაყინვის შესახებ ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილება გასაკვირი არ არის, თუმცა დასანანი და შეურაცხმყოფელია, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “ კანონის გათვალისწინებით საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობების საკითხი განიხილეს 24 ივნისს ლუქსემბურგში - ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ხოლო 27 ივნისს - უმაღლეს დონეზე - ევროპული საბჭოს მიერ. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ 9 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვა. დიპლომატის თქმით, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა შეზღუდული იქნება.
„ჩვენ არ გვიკვირს, მაგრამ დასანანია, როდესაც ჩვენ პარტნიორულ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ და იქიდან მუქარები გვესმის. ეს დახმარება იყო სახელმწიფოსთვის და როდესაც ასეთ უხეშ განცხადებას აკეთებ და სახელმწიფო დახმარებას აფორმებ, როგორც მთავრობის დახმარებას, ეს მინიმუმ უხერხული და შეურაცხმყოფელია ქართული საზოგადოებისთვის", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
დეპუტატის თქმით, საქართველომ თავისი არსებობის მანძილზე არაერთი განსაცდელი გამოიარა.
„თუ ამის გამო გვსაყვედურობენ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისტორიულად ჩვენ ვართ ერი, რომელმაც ბევრი ქარტეხილი გადაიარა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისადმი ეტაპობრივად შემცირდება და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერაზე გადამისამართდება. ჰერჩინსკიმ ასევე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ შეაჩერონ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების პროცესი.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
კანდიდატის სტატუსის გარდა, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.