https://sputnik-georgia.com/20240709/herchinski-saqartvelos-evrokavshirshi-gawevrianebis-procesi-shecherda-288926489.html
ჰერჩინსკი: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია
ჰერჩინსკი: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია
Sputnik საქართველო
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ევროკავშირის ლიდერებისთვის გაურკვეველია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების განზრახვა. 09.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-09T12:15+0400
2024-07-09T12:15+0400
2024-07-09T12:15+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/18/277008128_0:57:2000:1182_1920x0_80_0_0_6eee318af0394cf520daf116b8036f5f.jpg
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, შეაჩერონ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან.მისი თქმით, 27 ივნისს ევროკავშირის ლიდერებმა, პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა ბრიუსელში შეხვედრა გამართეს, მათ მიიღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და შეათანხმეს ევროკავშირის სტრატეგიული დღის წესრიგი შემდგომი პერიოდისთვის. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ევროკავშირის ლიდერებისთვის გაურკვეველია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების განზრახვა.ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირი დგამს შემდგომ ნაბიჯებს სხვა კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით და ევროკავშირმა მოლდოვასთან და უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.ელჩის თქმით, საქართველოს შემთხვევაში გაურკვეველია გახდება თუ არა ქვეყანა ევროკავშირის გაფართოების შემდეგი ტალღის ნაწილი.ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/18/277008128_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_f98f4c341ca6fd8f014dbbf03f03f346.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
ჰერჩინსკი: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ევროკავშირის ლიდერებისთვის გაურკვეველია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების განზრახვა.
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, შეაჩერონ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, 27 ივნისს ევროკავშირის ლიდერებმა, პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა ბრიუსელში შეხვედრა გამართეს, მათ მიიღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და შეათანხმეს ევროკავშირის სტრატეგიული დღის წესრიგი შემდგომი პერიოდისთვის.
„სამწუხაროდ და ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, ისინი ასევე შეთანხმდნენ, შეეჩერებინათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი. ეს ძალიან გარკვევითაა ნათქვამი ევროპული საბჭოს დასკვნაში. წაიკითხეთ ის ძალიან ყურადღებით", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ევროკავშირის ლიდერებისთვის გაურკვეველია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების განზრახვა.
„აშკარაა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უკუსვლაა 9 ნაბიჯისგან. ასევე, ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკა სრულად შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანთან. სამწუხაროდ, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია. ეს ნამდვილად სამწუხარო და გულსატკენია“, - აღნიშნა ელჩმა.
ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირი დგამს შემდგომ ნაბიჯებს სხვა კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით და ევროკავშირმა მოლდოვასთან და უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.
„გაფართოება ევროკავშირის წინაშე მდგარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ ახალჩამოყალიბებული მთავრობა, ვინც არ უნდა მოახდინოს ამ მთავრობის ფორმირება, დაიწყებს ხელახალ სერიოზულ მუშაობას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ელჩის თქმით, საქართველოს შემთხვევაში გაურკვეველია გახდება თუ არა ქვეყანა ევროკავშირის გაფართოების შემდეგი ტალღის ნაწილი.
„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ასე იქნება და ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენ გადავტვირთავთ ჩვენს მუშაობას და შევძლებთ უზრუნველვყოთ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის შემდგომი გაფართოების ნაწილი“, - განაცხადა მან.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.