https://sputnik-georgia.com/20240708/platporma-ertianoba-saqartvelos-gadarchenistvis-dapuznda-288921849.html
პოლიტიკური პლატფორმა - „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დაფუძნდა
პოლიტიკური პლატფორმა - „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დაფუძნდა
Sputnik საქართველო
გაერთიანებას პოლიტიკოსების გარდა, ყოფილი ელჩი გია ჯაფარიძე და ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე შეუერთდნენ. 08.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-08T22:44+0400
2024-07-08T22:44+0400
2024-07-08T22:44+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოპოზიცია
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1d/249840420_328:104:1308:655_1920x0_80_0_0_75fe6eb622721c5cf7cf95513d7b9c75.jpg
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. საქართველოში ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს, რომელსაც საზოგადოების ცნობილი ადამიანები შეუერთდნენ.„ნაცმოძრაობის" ყრილობის ფარგლებში ახალი პოლიტიკური პლატფორმის „ერთიანობა საქართველოს გადასარჩენად“ პრეზენტაცია პარტიის ახალმა თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრმა თინა ბოკუჩავამ გამართა.მისი თქმით, მოახლოებული არჩევნები არის შანსი, საზოგადოებამ თავი დაააღწიეს დაპირისპირებას და თავაწეული შევიდეს ევროკავშირში. მომავალი არჩევნები იქნება რეფერენდუმი, სადაც არჩევანი რუსეთსა და ევროპას შორის გაკეთდება.პოლიტიკურ პლატფორმას „ერთიანობა საქართველოს გადასარჩენად" შეუერთდა: პროფესორი, საქართველოს ყოფილი ელჩი გია ჯაფარიძე და ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე, „ნაცმოძრაობის" ახალგაზრდა წევრი ირაკლი პავლენიშვილი, სამოქალაქო აქტივისტები ლაშა დიაროვი და ანა მოსაშვილი..გამოცდილი პოლიტიკოსებიდან გაერთიანებაში შევიდნენ - დეპუტატი, „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, დეპუტატები თამარ კორძაია და არმაზ ახვლედიანი, ასევე „ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1d/249840420_108:0:1836:1296_1920x0_80_0_0_1231f04b2d15a0d9abf714b99959b703.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოპოზიცია, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
პოლიტიკური პლატფორმა - „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დაფუძნდა
გაერთიანებას პოლიტიკოსების გარდა, ყოფილი ელჩი გია ჯაფარიძე და ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე შეუერთდნენ.
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. საქართველოში ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს, რომელსაც საზოგადოების ცნობილი ადამიანები შეუერთდნენ.
„ნაცმოძრაობის" ყრილობის ფარგლებში ახალი პოლიტიკური პლატფორმის „ერთიანობა საქართველოს გადასარჩენად“ პრეზენტაცია პარტიის ახალმა თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრმა თინა ბოკუჩავამ გამართა.
„26 ოქტომბრის არჩევნები არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის შანსი. ეს არის შანსი, დავიბრუნოთ ჩვენი ისტორიული არჩევანი“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, მოახლოებული არჩევნები არის შანსი, საზოგადოებამ თავი დაააღწიეს დაპირისპირებას და თავაწეული შევიდეს ევროკავშირში. მომავალი არჩევნები იქნება რეფერენდუმი, სადაც არჩევანი რუსეთსა და ევროპას შორის გაკეთდება.
„არჩევნების წინ ჩვენი ვალია, ვეძებოთ შეხების წერტილები, ის, თუ რა გვაერთიანებს, ახლა არ არის დანაწევრების, დაპირისპირების, ამბიციების ან ეგოების ჭიდილის დრო. ახლა საქართველოსთვის ერთიანობის დრო", - განაცხადა ბოკუჩავამ.
პოლიტიკურ პლატფორმას „ერთიანობა საქართველოს გადასარჩენად" შეუერთდა: პროფესორი, საქართველოს ყოფილი ელჩი გია ჯაფარიძე და ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე, „ნაცმოძრაობის" ახალგაზრდა წევრი ირაკლი პავლენიშვილი, სამოქალაქო აქტივისტები ლაშა დიაროვი და ანა მოსაშვილი..
გამოცდილი პოლიტიკოსებიდან გაერთიანებაში შევიდნენ - დეპუტატი, „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, დეპუტატები თამარ კორძაია და არმაზ ახვლედიანი, ასევე „ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე.