https://sputnik-georgia.com/20240708/glovos-kurierze-tavdasxma-braldebuls-7-wlamde-patimroba-emuqreba-288920648.html
„გლოვოს" კურიერზე თავდასხმა - ბრალდებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
„გლოვოს" კურიერზე თავდასხმა - ბრალდებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
Sputnik საქართველო
შსს ბრალდებულთან ერთად მყოფი პირების მიერ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე გამოძიებას აგრძელებს. 08.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-08T20:48+0400
2024-07-08T20:48+0400
2024-07-08T20:48+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0f/274893653_0:25:1280:745_1920x0_80_0_0_b50f5f4e7c03645ba3dd9d2904c92a7a.jpg
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.კურიერზე თავდასხმა თბილისში 6 ივლისს, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს საკურიერო მომსახურებასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოუხდა დაზარალებულთან, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდა მას და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა", - ნათქვამია განცხადებაში.უწყების ინფორმაციით, ბოროტმოქმედს თან ორი ადამიანი ახლდა.პროკურატურამ მას ბრალდება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) დაუსწრებლად წარუდგინა, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.გარდა ამისა, შსს ბრალდებულთან ერთად მყოფი პირების მიერ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე გამოძიებას აგრძელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0f/274893653_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_494c0992bc585a8e274524c59f223d47.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
„გლოვოს" კურიერზე თავდასხმა - ბრალდებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
შსს ბრალდებულთან ერთად მყოფი პირების მიერ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე გამოძიებას აგრძელებს.
თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
კურიერზე თავდასხმა თბილისში 6 ივლისს, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს საკურიერო მომსახურებასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოუხდა დაზარალებულთან, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდა მას და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ბოროტმოქმედს თან ორი ადამიანი ახლდა.
პროკურატურამ მას ბრალდება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) დაუსწრებლად წარუდგინა, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
გარდა ამისა, შსს ბრალდებულთან ერთად მყოფი პირების მიერ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე გამოძიებას აგრძელებს.