https://sputnik-georgia.com/20240707/avtomobilebis-impirti-eqsporti-da-reeqsporti-bolo-monacemebi-288890366.html
ავტომობილების იმპორტი, ექსპორტი და რეექსპორტი საქართველოში – ბოლო მონაცემები
ავტომობილების იმპორტი, ექსპორტი და რეექსპორტი საქართველოში – ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
ვაჭრობის ძირითადი წილი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. 07.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-07T10:00+0400
2024-07-07T10:00+0400
2024-07-07T10:00+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
სტატისტიკა
საქართველოს ეკონომიკა
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24815/16/248151692_207:0:2243:1145_1920x0_80_0_0_2534e43dd211a7b792ad8c1cc957d8a2.jpg
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელდა 35,2 ათასი ავტომობილის იმპორტი, ექსპორტზე გავიდა 2,9 ათასი, ხოლო რეექსპორტზე 24,9 ათასი ავტომობილი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.პირველ კვარტალში განხორციელდა 25,2 ათასი ავტომობილის იმპორტი, ექსპორტზე გავიდა 3,1 ათასი, ხოლო რეექსპორტზე 19,2 ათასი ავტომობილი.უწყების ცნობით, ვაჭრობის ძირითადი წილი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის, რომელიც მთლიანი ბრუნვის დაახლოებით 95%-ს შეადგენს.ავტომობილების ექსპორტი2024 წლის მეორე კვარტალში საქართველომ საზღვარგარეთ 2.937 ავტომობილი გაიყვანა.2024 წლის 1 აპრილიდან 3ო ივნისის პერიოდში ქვეყანამ გაყიდა 2.805 მსუბუქი ავტომობილი, 14 სპეციალიზებული ავტომობილი, 30 სატვირთო, 17 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, 8 სამგზავრო ავტობუსი და მიკროავტობუსი, 35 მისაბმელი და 28 მოტოციკლი.ავტომობილების რეექსპორტი2024 წლის აპრილი-ივნისი პერიოდში რეექსპორტზე გავიდა 24.930 ავტომობილი.შსს-ს მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში საქართველოდან რეექსპორტირებულია 24.525 მსუბუქი ავტომობილი, 55 სპეციალიზებული ავტომობილი, 175 სატვირთო მანქანა, 16 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, 12 სამგზავრო ავტობუსი და მიკროავტობუსი, 94 მისაბმელი და 53 მოტოციკლი.ავტომობილების იმპორტირაც შეეხება ავტომობილების იმპორტს, რაოდენობამ მეორე კვარტალში 35.176 შეადგინა, რომლის დიდი ნაწილი ასევე მსუბუქ ავტომობილებზე მოდის.2024 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში შემოვიდა 30.948 მსუბუქი ავტომობილი, 557 სპეციალიზებული ავტომობილი, 2.300 სატვირთო მანქანა, 215 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, 160 სამგზავრო ავტობუსი და მიკროავტობუსი, 602 მისაბმელი და 394 მოტოციკლი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24815/16/248151692_461:0:1988:1145_1920x0_80_0_0_c1b781b52c366154ebdae0340a8d5871.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სტატისტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სტატისტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
ავტომობილების იმპორტი, ექსპორტი და რეექსპორტი საქართველოში – ბოლო მონაცემები
ვაჭრობის ძირითადი წილი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელდა 35,2 ათასი ავტომობილის იმპორტი, ექსპორტზე გავიდა 2,9 ათასი, ხოლო რეექსპორტზე 24,9 ათასი ავტომობილი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
პირველ კვარტალში განხორციელდა 25,2 ათასი ავტომობილის იმპორტი, ექსპორტზე გავიდა 3,1 ათასი, ხოლო რეექსპორტზე 19,2 ათასი ავტომობილი.
უწყების ცნობით, ვაჭრობის ძირითადი წილი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის, რომელიც მთლიანი ბრუნვის დაახლოებით 95%-ს შეადგენს.
2024 წლის მეორე კვარტალში საქართველომ საზღვარგარეთ 2.937 ავტომობილი გაიყვანა.
2024 წლის 1 აპრილიდან 3ო ივნისის პერიოდში ქვეყანამ გაყიდა 2.805 მსუბუქი ავტომობილი, 14 სპეციალიზებული ავტომობილი, 30 სატვირთო, 17 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, 8 სამგზავრო ავტობუსი და მიკროავტობუსი, 35 მისაბმელი და 28 მოტოციკლი.
2024 წლის აპრილი-ივნისი პერიოდში რეექსპორტზე გავიდა 24.930 ავტომობილი.
შსს-ს მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში საქართველოდან რეექსპორტირებულია 24.525 მსუბუქი ავტომობილი, 55 სპეციალიზებული ავტომობილი, 175 სატვირთო მანქანა, 16 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, 12 სამგზავრო ავტობუსი და მიკროავტობუსი, 94 მისაბმელი და 53 მოტოციკლი.
რაც შეეხება ავტომობილების იმპორტს, რაოდენობამ მეორე კვარტალში 35.176 შეადგინა, რომლის დიდი ნაწილი ასევე მსუბუქ ავტომობილებზე მოდის.
2024 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში შემოვიდა 30.948 მსუბუქი ავტომობილი, 557 სპეციალიზებული ავტომობილი, 2.300 სატვირთო მანქანა, 215 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, 160 სამგზავრო ავტობუსი და მიკროავტობუსი, 602 მისაბმელი და 394 მოტოციკლი.