პოლიტიკური დინამიკა საქართველოში: ეროვნულ ინტერესებსა და საერთაშორისო ზეწოლას შორის
© photo: Sputnik / Stringer „ეროვნული და ლიბერალური ღირებულებები საქართველოში - სუვერენული სახელმწიფოსკენ მიმავალ გზაზე"
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
საქართველოში კონსერვატიულ და ლიბერალურ იდეოლოგიებს შორის დაპირისპირება, თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის პერსპექტივები ექსპერტებმა მრგვალი მაგიდის ფორმატში განიხილეს
ღონისძიება, სახელწოდებით „ეროვნული და ლიბერალური ღირებულებები საქართველოში - სუვერენული სახელმწიფოსკენ მიმავალ გზაზე" გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას“ ორგანიზებით თბილისში ხუთშაბათს, 4 ივლისს გაიმართა.
საქართველოსთვის რწმენა უპირველესი საკითხია
კონსერვატიზმის, ლიბერალიზმისა და რწმენის საკითხი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადია დღეს.საქართველოს მთავრობა ეროვნული ღირებულებების დასაცავად გამოვიდა. მეტიც, ქვეყნის პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონპროექტების პაკეტი.
სმირნოვის სახლ-მუზეუმის დირექტორმა ბაია ამაშუკელმა დასავლურ ზეწოლაზე, დასავლური ღირებულებების თავსმოხვევაზე ისაუბრა, რომელიც ეწინააღმდეგება ქართულ მენტალიტეტს. ექსპერტმა გაიხსენა 17 მაისის, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აქცია, როდესაც ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და ფეხით გაიარა გზა პარლამენტიდან სამების საკათედრო ტაძრამდე.
„როდესაც მტერი გვიტევდა, ის ყოველთვის რწმენის განადგურებით იწყებდა. დღეს დასავლელი პარტნიორები განაწყენებული არიან, გვეუბნებიან, რატომ გვიყურებთ როგორც მტრებსო. ჩვენ მტრებივით ვუყურებდით ყველას, ვინც ჩვენს რწმენასქრებოდა. ამიტომ მათ ეს არ უნდა უკვირდეთ“, - ამბობს ამაშუკელი.
© photo: Sputnik / Stringerმრგვალი მაგიდა - „ეროვნული და ლიბერალური ღირებულებები საქართველოში - სუვერენული სახელმწიფოსკენ მიმავალ გზაზე"
მრგვალი მაგიდა - „ეროვნული და ლიბერალური ღირებულებები საქართველოში - სუვერენული სახელმწიფოსკენ მიმავალ გზაზე"
© photo: Sputnik / Stringer
როგორც ექსპერტმა დასძინა, დასავლეთის განცხადებებს შეიძლება ტერორი და შანტაჟი ეწოდოს, მაგრამ ქართველი ხალხი დიდხანს არ მოითმენს ასეთ მოპყრობას, როცა საქმე რწმენას ეხება.
„ხალხი შეიძლება მოითმინოს შიმშილი, უსახსრობა, გაჭირვება, მაგრამ ქართველებისთვის რწმენის და ტრადიციული შეხედულებების საკითხი ფუნდამენტურია. ეს არის ის, რაც მოხდა 17 მაისს. ხალხის ზღვა გამოვიდა ქუჩებში და დასავლეთს ეს უნდა დაეფისირებინა. მაგრამ, როგორც საჭიროდ მიიჩნევენ, ისე იქცევიან“, - დასძინა ამაშუკელმა.
© photo: Sputnik / Stringმრგვალი მაგიდა - „ეროვნული და ლიბერალური ღირებულებები საქართველოში - სუვერენული სახელმწიფოსკენ მიმავალ გზაზე"
მრგვალი მაგიდა - „ეროვნული და ლიბერალური ღირებულებები საქართველოში - სუვერენული სახელმწიფოსკენ მიმავალ გზაზე"
© photo: Sputnik / String
საქართველო და სამეზობლო – ფორმატი 3+3
საქართველოს, მისი მეზობელი ქვეყნების თემას და სამომავლო ურთიერთობების განვითარებას ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე შეეხო.
მან საქართველოს მომავალთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და ხაზი გაუსვა პოზიტიური ცვლილებების აუცილებლობას და მესამე ძალის მხარდაჭერას საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს გაიმართება.
რცხილაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის მესამე ძალა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთთან დიპლომატიური კავშირების აღდგენასა და სხვა ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებას.
„ნებისმიერ შემთხვევაში, თუ გაიმარჯვებენ პროევროპული, პროამერიკული ძალები, რომლებიც აუცილებლობად აცხადებენ საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატოში, ეს მხოლოდ ხელს შეუშლის მეზობლებთან ურთიერთობების განვითარებას“, - აღნიშნა რცხილაძემ.
© photo: Sputnik / Stringerმრგვალი მაგიდა - „ეროვნული და ლიბერალური ღირებულებები საქართველოში - სუვერენული სახელმწიფოსკენ მიმავალ გზაზე"
მრგვალი მაგიდა - „ეროვნული და ლიბერალური ღირებულებები საქართველოში - სუვერენული სახელმწიფოსკენ მიმავალ გზაზე"
© photo: Sputnik / Stringer
თუ საქართველო ვერ მოახერხებს ამ მიმართულებით სვლას, მაშინ პერსპექტივები ოპტიმისტურად არ გამოიყურება, დასძინა მომხსენებელმა.
რაც შეეხება 3+3 ფორმატს, რცხილაძის თქმით, საქართველოსთვის ეს შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი, რომელსაც ქვეყანა მეზობლური ურთიერთობების გადახედვისა და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე გადადგამს - სხვა სახელმწიფოების ინტერესების პატივისცემის დაცვით.
© photo: Sputnik / Stringმრგვალი მაგიდა - „ეროვნული და ლიბერალური ღირებულებები საქართველოში - სუვერენული სახელმწიფოსკენ მიმავალ გზაზე"
მრგვალი მაგიდა - „ეროვნული და ლიბერალური ღირებულებები საქართველოში - სუვერენული სახელმწიფოსკენ მიმავალ გზაზე"
© photo: Sputnik / String
საქართველო და სანქციები - გაუძლებს თუ არა ქვეყანა დასავლეთის ზეწოლას?
საქართველო შეძლებს, გაუძლოს დასავლეთის სასანქციო ზეწოლას, თუ ქვეყანა „მდუმარე მოკავშირეობის“ მდგომარეობას მაინც შეინარჩუნებს ჩვენს რეგიონულ მეზობლებთან და, რა თქმა უნდა, რუსეთთან, ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტი და ანალიტიკოსი მაია ნიკოლეიშვილი.
„ჩვენ გაგვნანადგურა სანქციებმა, როცა, გულწრფელად ვთქვათ, არ გვქონდა კონტაქტები რუსეთთან. როცა გაზი, ბენზინი, ყველაფერი იქიდან მოდიოდა. დღეს ჩვენ უფრო დაზღვეული ვართ ამგვარი „დაცემისგან“ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობისა და ამგვარი „მდუმარე“, რუსეთის მიმართ არამტრული დამოკიდებულების წყალობით“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
© photo: Sputnik / Stringმრგვალი მაგიდა - „ეროვნული და ლიბერალური ღირებულებები საქართველოში - სუვერენული სახელმწიფოსკენ მიმავალ გზაზე"
მრგვალი მაგიდა - „ეროვნული და ლიბერალური ღირებულებები საქართველოში - სუვერენული სახელმწიფოსკენ მიმავალ გზაზე"
© photo: Sputnik / String
როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, საქართველო შეძლებს მორალურადაც გაუძლოს სანქციებს, რადგან ისინი „სასაცილო გახდა“. ნიკოლეიშვილიმა რუსეთის მაგალითი გაიხსენა და თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა მხოლოდ ეკონომიკური ზრდა გამოიწვია ქვეყანაში.
გაუძლებს თუ არა - საკითხავი აი ეს არის
ამ საკითხში ნიკოლეიშვილს ეთანხმება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი თემურ მაისურაძეც. ექსპერტმა განმარტა, თუ რატომ გაუძლებს საქართველო დღეს დასავლეთის სანქციებს, მაგრამ ვერ გაუძლებდა წარსულში.
როდესაც საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება მოხდა, ქვეყანა დარჩა მარტო და სრულიად იზოლირებული აღმოჩნდა. შემდეგ დასავლეთმა გამოგვიწოდა ხელი, დაგვიკეტა ყველა გასასვლელი და გვითხრა: „ჩვენ თქვენი პარტნიორები ვართ, ასე რომ, გვერდზე ნუ გაიხედებით“. ჩვენ დასავლეთის ხუფქვეშ აღმოვჩნდით, სადაც სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის დამყარება შეუძლებელი იყო“, - აღნიშნა მაისურაძემ.
© photo: Sputnik / Stringerმრგვალი მაგიდა - „ეროვნული და ლიბერალური ღირებულებები საქართველოში - სუვერენული სახელმწიფოსკენ მიმავალ გზაზე"
მრგვალი მაგიდა - „ეროვნული და ლიბერალური ღირებულებები საქართველოში - სუვერენული სახელმწიფოსკენ მიმავალ გზაზე"
© photo: Sputnik / Stringer
როგორც ექსპერტმა დასძინა, როდესაც ქვეყანა მსგავს სიტუაციაში ხვდება, მას არ აქვს თავისუფალი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, ხოლო სანქციები ფაქტობრივად ახრჩობს. მმართველი პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა კი, მაისურაძის თქმით, ეს საფრთხე აღმოფხვრა.
„ივანიშვილმა დაამყარა ურთიერთობა სხვადასხვა სახელმწიფოსთან - ჩინეთთან, ინდოეთთან, BRICS-ის ქვეყნებთან, რითაც აღმოიფხვრა პარტნიორების ნაკლებობის საშიშროება. დღეს ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ თამამად დავუბრუნოთ ხურდა ევროპას, არამედ სილაც გავაწნათ, რადგან გვაქვს ალტერნატივა. შესაბამისად, არ არსებობს შიში, რომ ზეწოლით გაგვთელავენ. ნამდვილად არა, მე ამ საფრთხეს ვერ ვხედავ“, - დაასკვნა მაისურაძემ.
© photo: Sputnik / Stringმრგვალი მაგიდან „ეროვნული და ლიბერალური ღირებულებები საქართველოში - სუვერენული სახელმწიფოსკენ მიმავალ გზაზე"
მრგვალი მაგიდან „ეროვნული და ლიბერალური ღირებულებები საქართველოში - სუვერენული სახელმწიფოსკენ მიმავალ გზაზე"
© photo: Sputnik / String
საერთაშორისო პროგნოზებისა და კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის, ნიკა შენგელიას მსჯელობა სხვა ექსპერტების მოსაზრებებისგან ოდნავ განსხვავდება. სანქციების პირობებში გადარჩენაზე საუბრისას ექსპერტმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რა მასშტაბის იქნება ეს სანქციები.
„თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რამდენიმე პოლიტიკოსს არ შეუშვებენ ამერიკაში, ან ფინანსური სანქციები ათას კაცს დაუწესდება, რა თქმა უნდა, ეს არ იმოქმედებს საქართველოზე. მაგრამ, ღმერთმა არ ქნას, დაწესდეს სანქციები, რომლებიც ქვეყანაზე აისახება. ჩვენ რუსეთი არ ვართ, ჩვენ არ გვაქვს ისეთი იდეოლოგია, აქ ხალხი უფრო ზარმაცია, ჩვენი სალდო ძალიან დიდია - 6 მილიარდი. ჩვენ თვითონ პრაქტიკულად არაფერს ვაწარმოებთ, რადგან ასეთი იყო პოლიტიკა“, - ხაზი გაუსვა შენგელიამ.
© photo: Sputnik / Stringმრგვალი მაგიდა - „ეროვნული და ლიბერალური ღირებულებები საქართველოში - სუვერენული სახელმწიფოსკენ მიმავალ გზაზე"
მრგვალი მაგიდა - „ეროვნული და ლიბერალური ღირებულებები საქართველოში - სუვერენული სახელმწიფოსკენ მიმავალ გზაზე"
© photo: Sputnik / String
მრგვალი მაგიდების ფორმატში ექსპერტთა შეხვედრები გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას“ ორგანიზებით 2023 წლის დეკემბრიდან იმართება. ეს უკვე მესამე ღონისძიებაა ქართველი პოლიტოლოგების, ეკონომისტების, ჟურნალისტებისა და საზოგადო მოღვაწეების მონაწილეობით.