მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლუკაშენკო: ბელარუსი SCO-ს ავტორიტეტის ზრდას ხელს შეუწყობს

© photo : Press service of the President of Belarusალექსანდრ ლუკაშენკო
ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2024
გამოწერა
ბელარუსი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი დღეს გახდა
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. მინსკი, როგორც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სრულუფლებიანი წევრი, ყველა ღონეს გამოიყენებს მისი ავტორიტეტისა და მოკავშირეების რაოდენობის გასაზრდელად, განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ასტანაშიმიმდინარე სამიტზე.
„ჩვენ ვეცდებით ყველა ღონე გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ჩვენი ორგანიზაციის ავტორიტეტი გაიზარდოს და მისი მოკავშირეებისა და მხარდამჭერების წრე გაფართოვდეს. ახალ სტატუსში შევეცდებით, მაქსიმალურად დავაკავშიროთ ჩვენი შეთავაზებები ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივებთან “, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
მისი თქმით, მანამდე არაერთმა ბელარუსულმა იდეამ უკვე მიიღო საერთაშორისო მხარდაჭერა - ტექნოლოგიების ტრანსფერის, ინფორმაციის უსაფრთხოების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, მრეწველობის, ვაჭრობისა და ინვესტიციებისსფეროებში.
აღსანიშნავია, რომ ბელარუსი SCO-ს წევრი დღეს გახდა - წევრი ქვეყნების მეთაურთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიით დაიწყო, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა, ორგანიზაციაში მინსკის მიღება გამოაცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0