https://sputnik-georgia.com/20240703/somxeti-mzadaa-turqettan-dipurtiertobebi-daamkaros-288817410.html
სომხეთი მზადაა თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს
სომხეთი მზადაა თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს
Sputnik საქართველო
თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს, საზღვარი ანკარის ინიციატივით 1993 წლიდან დაკეტილია 03.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-03T21:22+0400
2024-07-03T21:22+0400
2024-07-03T21:22+0400
მსოფლიო დღეს
სომხეთი
თურქეთი
პოლიტიკა
ახალი ამბები
კავკასია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/03/288808681_0:213:2048:1366_1920x0_80_0_0_3cd0b4767dd02767fa86dbb4a046941e.jpg
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. სომხეთი მზადაა თურქეთთან ურთიერთობები დაალაგოს და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს, განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე.„სომხეთი მზადაა სრულად დაალაგოს ურთიერთობა თურქეთთან და ასევე დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები. ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით ჩვენ ასევე გვაქვს მოლაპარაკებები და წინ მივიწევთ. ჩვენ ჯანსაღი დიალოგი გვაქვს თურქეთთან და ვიცით, რომ დიდი ხანია დრო მოვიდა ეს განვახორციელოთ“, - განაცხადა მირზოიანმა.თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს, საზღვარი ანკარის ინიციატივით 1993 წლიდან დაკეტილია. ქვეყნებს შორის რთული ურთიერთობა მთელი რიგი გარემოებებით არის განპირობებული, რომლებიც დაკავშირებულია, კერძოდ, ანკარის მხრიდან აზერბაიჯანის პოზიციის მხარდაჭერით ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებით და თურქეთის მწვავე რეაქციით 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდის საერთაშორისო აღიარების პროცესთან დაკავშირებით.2022 წლის იანვარში მოსკოვში გაიმართა სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესთან დაკავშირებით სპეციალური წარმომადგენლების - სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუბენ რუბინიანის და აშშ-ში თურქეთის ყოფილი ელჩის სერდარ კილიჩის პირველი შეხვედრა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინებოდა, მოლაპარაკებების დროს მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა წარმართონ დიალოგი კონსტრუქციულ არაპოლიტიზებულ ჭრილში. კიდევ სამი შეხვედრა გაიმართა ვენაში.თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ივნისში გამართული სატელეფონო საუბრის დროს გამოთქვეს პოლიტიკური ნება, რომ მოხდეს ურთიერთობების ნორმალიზება წინაპირობების გარეშე.
სომხეთი
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/03/288808681_0:270:1461:1366_1920x0_80_0_0_b56487dd9a9fb0f9b73c77ecd5d2ec6d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სომხეთი, თურქეთი , პოლიტიკა, ახალი ამბები, კავკასია, მსოფლიოს ახალი ამბები
სომხეთი, თურქეთი , პოლიტიკა, ახალი ამბები, კავკასია, მსოფლიოს ახალი ამბები
სომხეთი მზადაა თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს
თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს, საზღვარი ანკარის ინიციატივით 1993 წლიდან დაკეტილია
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. სომხეთი მზადაა თურქეთთან ურთიერთობები დაალაგოს და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს, განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე.
„სომხეთი მზადაა სრულად დაალაგოს ურთიერთობა თურქეთთან და ასევე დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები. ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით ჩვენ ასევე გვაქვს მოლაპარაკებები და წინ მივიწევთ. ჩვენ ჯანსაღი დიალოგი გვაქვს თურქეთთან და ვიცით, რომ დიდი ხანია დრო მოვიდა ეს განვახორციელოთ“, - განაცხადა მირზოიანმა.
თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს, საზღვარი ანკარის ინიციატივით 1993 წლიდან დაკეტილია. ქვეყნებს შორის რთული ურთიერთობა მთელი რიგი გარემოებებით არის განპირობებული, რომლებიც დაკავშირებულია, კერძოდ, ანკარის მხრიდან აზერბაიჯანის პოზიციის მხარდაჭერით ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებით და თურქეთის მწვავე რეაქციით 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდის საერთაშორისო აღიარების პროცესთან დაკავშირებით.
2022 წლის იანვარში მოსკოვში გაიმართა სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესთან დაკავშირებით სპეციალური წარმომადგენლების - სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუბენ რუბინიანის და აშშ-ში თურქეთის ყოფილი ელჩის სერდარ კილიჩის პირველი შეხვედრა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინებოდა, მოლაპარაკებების დროს მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა წარმართონ დიალოგი კონსტრუქციულ არაპოლიტიზებულ ჭრილში. კიდევ სამი შეხვედრა გაიმართა ვენაში.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ივნისში გამართული სატელეფონო საუბრის დროს გამოთქვეს პოლიტიკური ნება, რომ მოხდეს ურთიერთობების ნორმალიზება წინაპირობების გარეშე.