https://sputnik-georgia.com/20240703/amilaxvari-warmatebebs-usurvebs-abiturientebs-288802981.html
მინისტრი: წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მომავალ თაობას ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე
მინისტრი: წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მომავალ თაობას ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე
Sputnik საქართველო
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. 03.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-03T11:45+0400
2024-07-03T11:45+0400
2024-07-03T11:45+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/14/275934647_0:106:1024:682_1920x0_80_0_0_3f93c0c4130b516ee9e3a4adae5bbc2a.jpg
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებებს უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ თითოეული გაუმკლავდება ამ გამოწვევას.ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 7 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 17-18 ივლისს ჩააბარებენ.მინისტრმა გამოცდების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს და ყველა იმ უწყებას, რომელიც პროცესში აქტიურად იყო ჩართული.2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 47 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. მთელი ქვეყნის მასშტაბით საგამოცდო ცენტრები გახსნილია: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.„ზოგადი უნარების" საგანს, რომელიც 2020 წლიდან სავალდებულო საგნების სიიდან ამოიღეს, აბიტურიენტები იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ აღნიშნულ საგანს კონკრეტული უნივერსიტეტი მოითხოვს.საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/14/275934647_251:145:967:682_1920x0_80_0_0_3993660d2277df6629fc362e00e103e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
მინისტრი: წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მომავალ თაობას ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებებს უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ თითოეული გაუმკლავდება ამ გამოწვევას.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 7 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 17-18 ივლისს ჩააბარებენ.
„წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ გამოსაცდელს და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მთელ გუნდს. მნიშვნელოვანია, რომ მთელი წელი აქტიურად ვემზადებოდით ამ დღისთვის... საგამოცდო ცენტრები სრულ მზადყოფნაშია გამოსაცდელების მისაღებად - ყველა სივრცე აღჭურვილია საჭირო ინვენტარით, გამართულია გაგრილების სისტემა და ცენტრებში უზრუნველყოფილია მშვიდი და უსაფრთხო გარემო, სადაც თითოეულ აპლიკანტს აქვს თავისი ცოდნისა და უნარების გამოვლენის მაქსიმალური შესაძლებლობა", - განაცხადა ამილახვარმა.
მინისტრმა გამოცდების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს და ყველა იმ უწყებას, რომელიც პროცესში აქტიურად იყო ჩართული.
2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 47 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. მთელი ქვეყნის მასშტაბით საგამოცდო ცენტრები გახსნილია: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
„ზოგადი უნარების" საგანს, რომელიც 2020 წლიდან სავალდებულო საგნების სიიდან ამოიღეს, აბიტურიენტები იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ აღნიშნულ საგანს კონკრეტული უნივერსიტეტი მოითხოვს.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.