https://sputnik-georgia.com/20240701/strategia-agmashenebeli-amnistiis-shesaxeb-kanonproeqts-mxars-dauchers-288749427.html
დეპუტატი: „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზადაა მხარი დაუჭიროს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს
დეპუტატი: „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზადაა მხარი დაუჭიროს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს
Sputnik საქართველო
როგორც მანამდე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ოპტიმალურ ევროპულ მაჩვენებელთან დასაახლოებლად, სასურველია, რომ საქართველოს ციხეებში პატიმართა რაოდენობა... 01.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-01T19:00+0400
2024-07-01T19:00+0400
2024-07-01T19:00+0400
საქართველო
კანონმდებლობა
სპეციალური პენიტენციური სამსახური
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/01/288749207_0:100:1920:1180_1920x0_80_0_0_0c1d2d718d4b678e05c1f38fbc7882a9.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ოპოზიციურმა პარტია „სტრატეგია აღმაშენებელმა“ დაასახელა პირობები თუ რა შემთხვევაში დაუჭერს მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას გარკვეული კატეგორიის პატიმართა ამნისტიის გამოცხადების შესახებ.მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს, რომელიც პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ეხება. როგორც მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პენიტენციურ დაწესებულებებში 10 ათასამდე პატიმარია და ოპტიმალურ ევროპულ მაჩვენებელთან მიახლოების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ მათი რაოდენობა უახლოეს მომავალში სერიოზულად შემცირდეს.როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პატიმართა ამნისტიის შესახებ გადაწყვეტილებით „ქართული ოცნება“ არანაირ ჰუმანიტარულ მიზნებს არ მისდევს, არამედ მხოლოდ ხმებზე ნადირობს.აღნიშნულ ინიციატივით „ქართულ ოცნებას" არანაირი ჰუმანიტარული მიზნები არ აქვს და მხოლოდ ამომრჩევლის ხმებზე ნადირობს.„ქართულ ოცნებას" არანაირი ჰუმანიტარული მიზნები არ აქვს, მას აქვს გადარჩენის მიზნები და ამოცანები და ეპოტინებიან ყველაფერს. ეს, ფაქტობრივად, „ქართული ოცნების" მხრიდან ბოლო კუდის მოქნევაა. ამ წუთას რომ გაზომო მათი რეიტინგი, იგი 25-30%-ს არ ასცდება და ამიტომ გაბრაზებული არიან. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ „ამნისტიის შესახებ" კანონს - ვნახავთ მუხლებს, რაზე მიდის საუბარი, უნდა ვნახოთ, ვისზე ვრცელდება ეს ყველაფერი", - განაცხადა მანჯგალაძემ.როგორც მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ოპტიმალურ ევროპულ მაჩვენებელთან დასაახლოებლად, სასურველია, რომ საქართველოს ციხეებში პატიმართა რაოდენობა მინიმუმ 1/3-ით შემცირდეს, რაც „ამნისტიის შესახებ" კანონის წყალობით შეიძლება. მთავრობის მეთაურმა კანონპროექტის განხილვის პროცესში ოპოზიციური დეპუტატების აქტიური მონაწილეობის იმედიც გამოთქვა.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, საქართველოს პენიტენიურ დაწესებულებებში 2014 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა პატიმრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 1-ელი ივნისისთვის ქვეყანაში პატიმართა რაოდენობამ 10.241 ადამიანი შეადგინა.პატიმართა რაოდენობამ 10 ათასს პირველად 2024 წლის აპრილში გადააჭარბა.2011 წელს პენიტენციულ დაწესებულებებში 24.114 პატიმარი იმყოფებოდა, თუმცა, 2012 წელს ამნისტიის გამოცხადების შემდეგ მათი რაოდენობა 9.093 ადამიანამდე შემცირდა და 2014 წლის პიკის შემდეგ - 10.372 ადამიანი - მომდევნო წლებში 9,8 ათასამდე ნარჩუნდებოდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/01/288749207_107:0:1814:1280_1920x0_80_0_0_fe969be9f0fa59d5cd4f09e91f628536.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კანონმდებლობა, სპეციალური პენიტენციური სამსახური, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, კანონმდებლობა, სპეციალური პენიტენციური სამსახური, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
დეპუტატი: „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზადაა მხარი დაუჭიროს „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს
როგორც მანამდე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ოპტიმალურ ევროპულ მაჩვენებელთან დასაახლოებლად, სასურველია, რომ საქართველოს ციხეებში პატიმართა რაოდენობა მინიმუმ 1/3-ით შემცირდეს
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ოპოზიციურმა პარტია „სტრატეგია აღმაშენებელმა“ დაასახელა პირობები თუ რა შემთხვევაში დაუჭერს მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას გარკვეული კატეგორიის პატიმართა ამნისტიის გამოცხადების შესახებ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს, რომელიც პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ეხება. როგორც მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პენიტენციურ დაწესებულებებში 10 ათასამდე პატიმარია და ოპტიმალურ ევროპულ მაჩვენებელთან მიახლოების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ მათი რაოდენობა უახლოეს მომავალში სერიოზულად შემცირდეს.
„ჩვენ, ალბათ, მხარს დავუჭერთ (ამნისტიას), რადგან ჰუმანიტარული მიზანი - ეს ჩვენი მიზანია. ჰუმანურად ვუდგები ამ საკითხს. ჩვენ უნდა ვნახოთ თუ ვისზე გავრცელდება იგი. მე მარტო არ ვარ და ვერც მარტო მივიღებ გადაწყვეტილებას. ჩქვენ იცით, რომ ჩვენ „ნაცმოძრაობასთან" კოალიციაში ვართ. ეს საკითხი კოალიციურ გადაწყვეტილებას საჭიროებს", - განაცხადა მანჯგალაძემ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პატიმართა ამნისტიის შესახებ გადაწყვეტილებით „ქართული ოცნება“ არანაირ ჰუმანიტარულ მიზნებს არ მისდევს, არამედ მხოლოდ ხმებზე ნადირობს.
აღნიშნულ ინიციატივით „ქართულ ოცნებას" არანაირი ჰუმანიტარული მიზნები არ აქვს და მხოლოდ ამომრჩევლის ხმებზე ნადირობს.
„ქართულ ოცნებას" არანაირი ჰუმანიტარული მიზნები არ აქვს, მას აქვს გადარჩენის მიზნები და ამოცანები და ეპოტინებიან ყველაფერს. ეს, ფაქტობრივად, „ქართული ოცნების" მხრიდან ბოლო კუდის მოქნევაა. ამ წუთას რომ გაზომო მათი რეიტინგი, იგი 25-30%-ს არ ასცდება და ამიტომ გაბრაზებული არიან. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ „ამნისტიის შესახებ" კანონს - ვნახავთ მუხლებს, რაზე მიდის საუბარი, უნდა ვნახოთ, ვისზე ვრცელდება ეს ყველაფერი", - განაცხადა მანჯგალაძემ.
როგორც მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ოპტიმალურ ევროპულ მაჩვენებელთან დასაახლოებლად, სასურველია, რომ საქართველოს ციხეებში პატიმართა რაოდენობა მინიმუმ 1/3-ით შემცირდეს, რაც „ამნისტიის შესახებ" კანონის წყალობით შეიძლება. მთავრობის მეთაურმა კანონპროექტის განხილვის პროცესში ოპოზიციური დეპუტატების აქტიური მონაწილეობის იმედიც გამოთქვა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, საქართველოს პენიტენიურ დაწესებულებებში 2014 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა პატიმრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 1-ელი ივნისისთვის ქვეყანაში პატიმართა რაოდენობამ 10.241 ადამიანი შეადგინა.
პატიმართა რაოდენობამ 10 ათასს პირველად 2024 წლის აპრილში გადააჭარბა.
2011 წელს პენიტენციულ დაწესებულებებში 24.114 პატიმარი იმყოფებოდა, თუმცა, 2012 წელს ამნისტიის გამოცხადების შემდეგ მათი რაოდენობა 9.093 ადამიანამდე შემცირდა და 2014 წლის პიკის შემდეგ - 10.372 ადამიანი - მომდევნო წლებში 9,8 ათასამდე ნარჩუნდებოდა.