ოკაცეს კანიონი ვიზიტორებისთვის გაიხსნა

© photo: Sputnik / Stringerოკაცეს კანიონი
ოკაცეს კანიონი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2024
გამოწერა
ოკაცეს ჩანჩქერი, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხაში მდებარეობს, საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ჩანჩქერი და დაცული ტერიტორიების გამორჩეული ბუნების ძეგლია.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული პარკი - ოკაცეს კანიონი ვიზიტორებისთვის 1-ელი ივლისიდან გაიხსნება, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოკაცეს კანიონი, რომელიც ქუთაისიდან 50 კილომეტრში მდებარეობს, ტექნიკური სამუშაოების გამო 12 თებერვალს დაიკეტა.
კანიონში გაარემონტეს 11 ხიდი, ასევე განაახლეს კილომეტრიანი დაკიდული ბილიკის ზედაპირი.
, ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ოკაცეს ხეობაში მდებარეობს. მდინარე გამოირჩევა მიწისქვეშა დინებებით და აყალიბებს კარსტულ მღვიმეებს. კანიონის სიგრძე 16 კილომეტრია, სიღრმე – 50 მ. კანიონში უამრავი ტბა და ჩანჩქერია. ერთ-ერთი ტბის – ოსხაპოს სიგრძე 60 მეტრია.
კანიონში შესასვლელი ბილეთების ფასები გაიზარდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის ბილეთის ფასი 9,20 ლარის ნაცვლად 12 ლარი იქნება. უცხოელებისთვის - 20 ლარი
ოკაცეს კანიონი
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 9,20 ლარის ნაცვალად - 12 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17,25 ლარის ნაცვალად - 20 ლარი.
ოკაცეს (კინჩხა) ჩანჩქერი
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები - 10,35 ლარის ნაცვალად - 12 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები - 17,25 ლარის ნაცვალად 20 ლარი.
ოკაცეს ჩანჩქერი, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხაში მდებარეობს, საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ჩანჩქერი და დაცული ტერიტორიების გამორჩეული ბუნების ძეგლია. მდინარე გამოირჩევა მიწისქვეშა დინებებით და აყალიბებს კარსტულ მღვიმეებს. კანიონის სიგრძე 16 კილომეტრია, სიღრმე - 50 კმ.
2011 წელს კანიონს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭა.
განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა კინჩხის სამკასკადიანი ჩანჩქერი, რომელიც პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჩანჩქერია. პირველი კასკადის სიმაღლე 25 მეტრია, მეორის – 70, ხოლო მესამის – 35 მეტრი.
ყველა ახალი ამბავი
0