https://sputnik-georgia.com/20240630/gvinis-kompaniebi-chinetshi-gamopenaze-wardgnen-288715879.html
ქართული ღვინის კომპანიები ჩინეთში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე წარდგნენ
ქართული ღვინის კომპანიები ჩინეთში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე წარდგნენ
Sputnik საქართველო
ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია 30.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-30T17:03+0400
2024-06-30T17:03+0400
2024-06-30T17:03+0400
საქართველო
ჩინეთი
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283091617_0:317:3078:2048_1920x0_80_0_0_390e57196737d2734bc349e01383203e.jpg
თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია ჩინეთში სინძიანის პროვინციის ქალაქ ურუმჩიში გამართულ საერთოშიროსო გამოფენა The 8th Eurasia Expo-ზე წარდგა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.გამოფენაში, რომელიც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით ჩატარდა, 70 ქვეყნის 12 ათასამდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანიის პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით იქნა წარმოდგენილი.„გამოფენას ყოველწლიურად 2 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს, რაც ქართული ღვინის მწარმოებლებს აძლევს საუკეთესო შესაძლებლობას, აზიის ღვინის ბაზარზე პოტენციურ პარტნიორებთან დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები”, - ნათქვამია განცხადებაში.როგორც უწყებაში აღნიშნეს, ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია.ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის განსახორციელებლად, ჩინეთის ბაზარზე მარკეტინგულ კომპანია Meiburg Wine Media-თან და ღვინის მაგისტრ ქესიდი დარტთან თანამშრომლობს.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283091617_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_319bea943f4e23a19e512f0ca612538a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჩინეთი, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჩინეთი, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
ქართული ღვინის კომპანიები ჩინეთში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე წარდგნენ
ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია
თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია ჩინეთში სინძიანის პროვინციის ქალაქ ურუმჩიში გამართულ საერთოშიროსო გამოფენა The 8th Eurasia Expo-ზე წარდგა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
გამოფენაში, რომელიც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით ჩატარდა, 70 ქვეყნის 12 ათასამდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანიის პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით იქნა წარმოდგენილი.
„გამოფენას ყოველწლიურად 2 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს, რაც ქართული ღვინის მწარმოებლებს აძლევს საუკეთესო შესაძლებლობას, აზიის ღვინის ბაზარზე პოტენციურ პარტნიორებთან დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები”, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია.
ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის განსახორციელებლად, ჩინეთის ბაზარზე მარკეტინგულ კომპანია Meiburg Wine Media-თან და ღვინის მაგისტრ ქესიდი დარტთან თანამშრომლობს.