https://sputnik-georgia.com/20240629/saqartvelo-germaniis-matchze-damatebiti-charteruli-reisebi-dainishna-288699099.html
ევრო 2024: საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრებად დამატებითი ჩარტერული რეისები დაინიშნა
ევრო 2024: საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრებად დამატებითი ჩარტერული რეისები დაინიშნა
Sputnik საქართველო
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გერმანიაში საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ქომაგებისთვის ჯამში 40-მდე ჩარტერული რეისი დააორგანიზა. 29.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-29T11:39+0400
2024-06-29T11:39+0400
2024-06-29T11:39+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ევრო-2024
საზოგადოება
გერმანია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1b/288635902_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_407561434ccdb9b71966c7308d70ac5e.jpg
თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად ქართველი ქომაგებისთვის სუბსიდირებულ დამატებით სამ ჩარტერულ რეისზე ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საქართველოს მეტოქე პლეი-ოფში ესპანეთის ნაკრებია. მატჩი კიოლნში კვირას, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.თავდაპირველად ცნობილი გახდა, რომ ავიაკომპანიებთან და პარტნიორ აეროპორტთან მოლაპარაკებების შედეგად, კიოლნის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან და პირიქით, 29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში 4 სუბსიდირებული ჩარტერული რეისი შესრულდებოდა. როგორც ქვრივიშვილმა განაცხადა, გუშინ, ბილეთების გაყიდვის დაწყებიდან 15 წუთში, ფაქტობრივად, ყველა რეისზე ბილეთი სრულად გაიყიდა..კიოლნი - თბილისის მიმართულებით დამატებით 3 რეისზე ეროვნული ნაკრების ქომაგებს ბილეთების შეძენა დღეს კვლავ tkt.ge-ის პლატფორმაზე შეუძლიათ. 1 გზის ღირებულება, წინა სუბსიდირებული რეისების მსგავსად, 195 ევრო ღირს. ბილეთების გაყიდვის მონიტორინგს, ისევე როგორც მგზავრების რეგისტრაციის პროცესს სრულად აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.ჩარტერულ ფრენებს ქართული ავიაკომპანიები: „ჯორჯიან ვინგსი“ და „ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებენ.მგზავრები რეგისტრაციის გასავლელად შესაბამის აეროპორტებში 3 საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ. საქართველოს მოქალაქეებმა თბილისიდან კიოლნში გამგზავრებისას სამგზავრო დოკუმენტებთან ერთად, თან უნდა იქონიონ საქართველოს ნაკრების ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთები.საქართველოს ნაკრები ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) ისტორიაში პირველად თამაშობს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.საქართველომ F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა გუნდს შესაძლებლობა მისცა გასულიყო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან (ექვსი ქულა) და თურქეთთან (ექვსი ქულა) ერთად.ისტორიაში პირველად საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1b/288635902_1:0:2732:2048_1920x0_80_0_0_890657fb3f0267b598bad45dcd47292e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ევრო-2024, საზოგადოება, გერმანია , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ევრო-2024, საზოგადოება, გერმანია , ახალი ამბები
ევრო 2024: საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრებად დამატებითი ჩარტერული რეისები დაინიშნა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გერმანიაში საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ქომაგებისთვის ჯამში 40-მდე ჩარტერული რეისი დააორგანიზა.
თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად ქართველი ქომაგებისთვის სუბსიდირებულ დამატებით სამ ჩარტერულ რეისზე ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.
26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საქართველოს მეტოქე პლეი-ოფში ესპანეთის ნაკრებია. მატჩი კიოლნში კვირას, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
თავდაპირველად ცნობილი გახდა, რომ ავიაკომპანიებთან და პარტნიორ აეროპორტთან მოლაპარაკებების შედეგად, კიოლნის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან და პირიქით, 29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში 4 სუბსიდირებული ჩარტერული რეისი შესრულდებოდა. როგორც ქვრივიშვილმა განაცხადა, გუშინ, ბილეთების გაყიდვის დაწყებიდან 15 წუთში, ფაქტობრივად, ყველა რეისზე ბილეთი სრულად გაიყიდა..
„შედეგმა აბსოლუტურ მოლოდინს გადააჭარბა - გაყიდვის დაწყებიდან 15 წუთში, ფაქტობრივად, ყველა რეისი სრულად იყო გამოსყიდული. ჩვენ დავასრულეთ მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან და არსებულ 4 ჩარტერულ რეისს კიდევ სამი ფრენა დაემატება", - განაცხადა ქვრივიშვილმა.
კიოლნი - თბილისის მიმართულებით დამატებით 3 რეისზე ეროვნული ნაკრების ქომაგებს ბილეთების შეძენა დღეს კვლავ tkt.ge-ის პლატფორმაზე შეუძლიათ. 1 გზის ღირებულება, წინა სუბსიდირებული რეისების მსგავსად, 195 ევრო ღირს. ბილეთების გაყიდვის მონიტორინგს, ისევე როგორც მგზავრების რეგისტრაციის პროცესს სრულად აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.
„ჩარტერულმა რეისებმა მოგვცა ზუსტად ის ეფექტი, რაც ჩაფიქრებული გვქონდა, საქართველოს ძალიან ბევრმა მოქალაქემ ისარგებლა ამ ჩარტერული რეისებით. ყველამ ვნახეთ, თუ რამდენი ჩვენი მოქალაქე ესწრებოდა სამივე მატჩს და ვფიქრობ, ჩვენც შევიტანეთ პატარა წვლილი ამ მნიშვნელოვან, ისტორიულ პროცესში", - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
ჩარტერულ ფრენებს ქართული ავიაკომპანიები: „ჯორჯიან ვინგსი“ და „ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებენ.
მგზავრები რეგისტრაციის გასავლელად შესაბამის აეროპორტებში 3 საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ. საქართველოს მოქალაქეებმა თბილისიდან კიოლნში გამგზავრებისას სამგზავრო დოკუმენტებთან ერთად, თან უნდა იქონიონ საქართველოს ნაკრების ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთები.
საქართველოს ნაკრები ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) ისტორიაში პირველად თამაშობს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
საქართველომ F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა გუნდს შესაძლებლობა მისცა გასულიყო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან (ექვსი ქულა) და თურქეთთან (ექვსი ქულა) ერთად.
ისტორიაში პირველად საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება.