ისრაელში საქართველოს ტურისტურ პოტენციალს გაეცნობიან

© photo: Sputnik / Stringerტურისტები
ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2024
გამოწერა
ისრაელი იმ ქვეყნების ტოპ-ხუთეულში შედის, რომლის მოქალაქეებიც საქართველოს ყველაზე ხშირად სტუმრობენ.
თბილისი, 29 ივნისი - Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელიდან პრეს-ტურს მასპინძლობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ადმინისტრაციის ცნობით, ისრაელის ტელეკომპანია „მეცხრე არხის" გადაცემა „საკუთარი აზრის“ წარმომადგენლები გადაიღებენ და დაამზადებენ გადაცემათა ციკლს საქართველოზე.
„გადაცემათა ციკლის შედეგად, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება საქართველო ტურისტებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ტურის მონაწილეები ეწვევიან თბილისს, ბორჯომს, გუდაურს, გორს, კახეთის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებს.
ისრაელი იმ ქვეყნების ტოპ–ხუთეულშია, საიდანაც საქართველოში იანვარ–სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა – 182.651 ადამიანი, რაც 2022 წლის სამი კვარტლის მონაცემზე 17,5%–ით მეტია და 21%–ით მეტი პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ისრაელის მოქალაქეები შევიდნენ იმ ქვეყნების მოქალაქეების ხუთეულში, რომლებსაც საქართველოსთვის შემოსავლები მოაქვთ. 2023 წლის ცხრა თვეში საქართველომ ისრაელელი ტურისტებისგან 258,1 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0