https://sputnik-georgia.com/20240628/saqartvelo-espanetis-shexvedras-prangi-arbitri-gansjis-288690087.html
საქართველო-ესპანეთის შეხვედრას ფრანგი არბიტრი განსჯის
საქართველო-ესპანეთის შეხვედრას ფრანგი არბიტრი განსჯის
Sputnik საქართველო
ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და ევრო 2024-ის მერვედფინალში გავიდა, სადაც 30 ივნისს ესპანეთს შეხვდება. 28.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-28T20:21+0400
2024-06-28T20:21+0400
2024-06-28T20:21+0400
საქართველო
ევრო-2024
სპორტი
გერმანია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/05/267153593_0:85:1600:985_1920x0_80_0_0_68434b44b4f5c849a549e23803490bd5.jpg
თბილისი, 28 ივნისი - Sputnik. ევროპირ ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის შეხვედრას ფრანგი არბიტრი ფრანსუა ლეტექსიე განსჯის. ამის შესახებ ინფორმაციას უეფა ავრცელებს.26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საქართველოს მეტოქე პლეი-ოფში ესპანეთის ნაკრები იქნება.მატჩი კიოლნში კვირას, 30 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება - ესპანეთის ნაკრები ერთადერთია, რომელმაც ჯგუფში ყველა შეხვედრა მოიგო.დაგეგმილ მატჩზე ლეტექსიეს თანამემამულე არბიტრები დაეხმარებიან – სირილ მუნიე და მედი რამუნი ლაინსმენებად იმუშავებენ, ვიდეორეფერის ფუნქციებს ასევე ფრანგი ჟერომ ბრიზარი შეასრულებს.ლეტექსიემ „ჯვაროსნების“ თამაშზე ერთხელ უკვე იმსაჯა – 2019 წლის 8 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ საქართველოსა და დანიის (0:0) ნაკრებების მატჩის მთავარი არბიტრი იყო.2023 წელს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში ესპანეთის ნაკრებს ორჯერ შეხვდა. ესპანელებმა თბილისში გამართული პირველი შეხვედრა სექტემბერში, გამანადგურებელი ანგარიშით 7:1 მოიგეს. ორი თვის შემდეგ მადრიდში საქართველომ ისევ წააგო. ამჯერად ანგარიში 1:3 იყო. საქართველოს ნაკრებში გოლები გიორგი ჩაკვეტაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანეს.რაც შეეხება გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს, ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები თურქეთთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა, ჩეხეთს კი დაუზავდა (1:1). საქართველოს ნაკრებში ორივე გოლი ცენტრალურმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.პორტუგალიასთან მატჩის პირველი გოლი კვარაცხელიამ 94-ე წამზე გაიტანა - ეს კვარაცხელიას მე-16 გოლია ნაკრების შემადგენლობაში. მეორე ტაიმში კი საქართველოს ნაკრები 57-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძის პენალტის წყალობით დაწინაურდა - ეს გოლი მესამეა ევროპის ჩემპიონატზე მიქაუტაძის მიერ გატანილი.ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.F ჯგუფში პორტუგალიამ ექვსი ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. თურქეთი მეორე ადგილზეა, ასევე ექვსი ქულით. საქართველომ ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ჩეხეთი კი ერთი ქულით ბოლო ადგილზე გავიდა.რაც შეეხება ესპანეთს, მან სამ მატჩში სამი გამარჯვება მოიპოვა და B ჯგუფი პირველი ადგილით – ცხრა ქულით დატოვა. იტალიის ნაკრები ოთხი ქულით მეორე ადგილზეა.ისტორიაში პირველად საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/05/267153593_0:0:1424:1068_1920x0_80_0_0_81136a40a71825748d8d5eab4bba646b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ევრო-2024, სპორტი, გერმანია , ახალი ამბები
საქართველო, ევრო-2024, სპორტი, გერმანია , ახალი ამბები
საქართველო-ესპანეთის შეხვედრას ფრანგი არბიტრი განსჯის
ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და ევრო 2024-ის მერვედფინალში გავიდა, სადაც 30 ივნისს ესპანეთს შეხვდება.
თბილისი, 28 ივნისი - Sputnik. ევროპირ ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის შეხვედრას ფრანგი არბიტრი ფრანსუა ლეტექსიე განსჯის. ამის შესახებ ინფორმაციას უეფა ავრცელებს.
26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საქართველოს მეტოქე პლეი-ოფში ესპანეთის ნაკრები იქნება.
მატჩი კიოლნში კვირას, 30 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება - ესპანეთის ნაკრები ერთადერთია, რომელმაც ჯგუფში ყველა შეხვედრა მოიგო.
დაგეგმილ მატჩზე ლეტექსიეს თანამემამულე არბიტრები დაეხმარებიან – სირილ მუნიე და მედი რამუნი ლაინსმენებად იმუშავებენ, ვიდეორეფერის ფუნქციებს ასევე ფრანგი ჟერომ ბრიზარი შეასრულებს.
ლეტექსიემ „ჯვაროსნების“ თამაშზე ერთხელ უკვე იმსაჯა – 2019 წლის 8 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ საქართველოსა და დანიის (0:0) ნაკრებების მატჩის მთავარი არბიტრი იყო.
2023 წელს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში ესპანეთის ნაკრებს ორჯერ შეხვდა. ესპანელებმა თბილისში გამართული პირველი შეხვედრა სექტემბერში, გამანადგურებელი ანგარიშით 7:1 მოიგეს. ორი თვის შემდეგ მადრიდში საქართველომ ისევ წააგო. ამჯერად ანგარიში 1:3 იყო. საქართველოს ნაკრებში გოლები გიორგი ჩაკვეტაძემ და ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანეს.
რაც შეეხება გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს, ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები თურქეთთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა, ჩეხეთს კი დაუზავდა (1:1). საქართველოს ნაკრებში ორივე გოლი ცენტრალურმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
პორტუგალიასთან მატჩის პირველი გოლი კვარაცხელიამ 94-ე წამზე გაიტანა - ეს კვარაცხელიას მე-16 გოლია ნაკრების შემადგენლობაში. მეორე ტაიმში კი საქართველოს ნაკრები 57-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძის პენალტის წყალობით დაწინაურდა - ეს გოლი მესამეა ევროპის ჩემპიონატზე მიქაუტაძის მიერ გატანილი.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
F ჯგუფში პორტუგალიამ ექვსი ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. თურქეთი მეორე ადგილზეა, ასევე ექვსი ქულით. საქართველომ ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ჩეხეთი კი ერთი ქულით ბოლო ადგილზე გავიდა.
რაც შეეხება ესპანეთს, მან სამ მატჩში სამი გამარჯვება მოიპოვა და B ჯგუფი პირველი ადგილით – ცხრა ქულით დატოვა. იტალიის ნაკრები ოთხი ქულით მეორე ადგილზეა.
ისტორიაში პირველად საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება.