https://sputnik-georgia.com/20240628/kobaxidze-qveyana-2030-wels-evrokavshirs-gaertianebuli-sheuertdeba-288691915.html
კობახიძე: ქვეყანა ორივე ფეხზე დადგება და 2030 წელს ევროკავშირს გაერთიანებული შეუერთდება
კობახიძე: ქვეყანა ორივე ფეხზე დადგება და 2030 წელს ევროკავშირს გაერთიანებული შეუერთდება
Sputnik საქართველო
მომდევნო ოთხი წელ საქართველოს განვითარების გზაზე გარდამტეხი ეტაპი იქნება, განაცხადა პრემიერმა 28.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-28T21:00+0400
2024-06-28T21:00+0400
2024-06-28T21:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ევრო-2024
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288180223_215:338:1055:811_1920x0_80_0_0_c31adfdb9a31b83c51ba00a88af4671a.jpg
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველო, ისევე როგორც ქართველი ფეხბურთელები, ორივე ფეხზე დადგება, გამარჯვებას მიაღწევს და 2030 წელს ევროკავშირში გაერთიანებული შევა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.26 ივნისს ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საქართველოს მეტოქე პლეი-ოფში ესპანეთის ნაკრები იქნება. მატჩი კიოლნში კვირას, 30 ივნისს, 23:00 საათზე გაიმართება.მისი თქმით, მომდევნო ოთხი წელ საქართველოს განვითარების გზაზე გარდამტეხი ეტაპი იქნება.საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. აღნიშნული სტატუსი ქვეყანამ უკრაინისა და მოლდოვას შემდეგ, ერთი წლის შემდეგ მიიღო, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.28 ივნისს ევროპულმა საბჭომ შეშფოთება გამოთქვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას შეცვალოს მოქმედების არსებული კურსი, რომელიც აფერხებს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას.როგორც მან აღნიშნა, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.„ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად, რა თქმა უნდა, რჩება რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის მოგვარება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა“, - განაცხადა კობახიძემ.საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და საკანონმდებლო დონეზე კონფლიქტის ზონები ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288180223_241:327:941:852_1920x0_80_0_0_f3ef364f338416a0b16d385652a83bfb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევრო-2024, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევრო-2024, ახალი ამბები
კობახიძე: ქვეყანა ორივე ფეხზე დადგება და 2030 წელს ევროკავშირს გაერთიანებული შეუერთდება
მომდევნო ოთხი წელ საქართველოს განვითარების გზაზე გარდამტეხი ეტაპი იქნება, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველო, ისევე როგორც ქართველი ფეხბურთელები, ორივე ფეხზე დადგება, გამარჯვებას მიაღწევს და 2030 წელს ევროკავშირში გაერთიანებული შევა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
26 ივნისს ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საქართველოს მეტოქე პლეი-ოფში ესპანეთის ნაკრები იქნება. მატჩი კიოლნში კვირას, 30 ივნისს, 23:00 საათზე გაიმართება.
„საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლამდე რთული მეტოქეები ჰყავდა, მათ შორის, საკვალიფიკაციო ეტაპზე. ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე რთული მეტოქეები გვყავდა, მაგრამ ბიჭები არ შეუშინდნენ და ორ ფეხზე დადგნენ. თქვენ გახსოვთ ეს ცნობილი მეტაფორა. სწორედ იმიტომ, რომ ბიჭები ორ ფეხზე დადგნენ, ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას და გამარჯვებას. სადაც დავდგებით ორ ფეხზე, იქ საქართველო გაიმარჯვებს", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მომდევნო ოთხი წელ საქართველოს განვითარების გზაზე გარდამტეხი ეტაპი იქნება.
„მთავარია ჩვენ ვიდგეთ ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მჯერა 2030 წლამდე ჩვენ ვიცხოვრებთ ერთიან საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად და ერთად შევალთ ევროკავშირში, ერთად გავხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი-ქვეყანა", - განაცხადა პრემიერმა.
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. აღნიშნული სტატუსი ქვეყანამ უკრაინისა და მოლდოვას შემდეგ, ერთი წლის შემდეგ მიიღო, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
28 ივნისს ევროპულმა საბჭომ შეშფოთება გამოთქვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას შეცვალოს მოქმედების არსებული კურსი, რომელიც აფერხებს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას.
როგორც მან აღნიშნა, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.
„ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად, რა თქმა უნდა, რჩება რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის მოგვარება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და საკანონმდებლო დონეზე კონფლიქტის ზონები ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.