დუშეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 24 წლის მამაკაცი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerპატრული
პატრული - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2024
გამოწერა
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. დუშეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 24 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ორ პირზე ფიზიკურად იძალადა, ცივი იარაღის გამოყენებით მათ დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მძიმე დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0