https://sputnik-georgia.com/20240626/narkodanashaulistvis-24-piri-daakaves-288603100.html
თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავეს
თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 26.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-26T15:00+0400
2024-06-26T15:00+0400
2024-06-26T15:00+0400
საქართველო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/18/284479513_0:10:3032:1716_1920x0_80_0_0_1c46797d7d707f62cf432cc1e0bc3ef7.jpg
თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 24 პირი დააკავეს, მათ შორის 11 ნარკორეალიზატორია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე ბრალდებულთა დაკავების სპეცოპერაციები ჩატარდა თბილისში, კახეთში, სამეგრელო - ზემო სვანეთში, იმერეთსა და აჭარაში.დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 20-დან 61 წლამდეა, არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღო, ასევე, ამოღებულია სავარაუდოდ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტროსასწორები.სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „კოკაინი“, „ბუპრენორფინი“, „მეტადონი“, „მდმა“, „ალფა პვპ“, „კეტამინი“, ე.წ. „ბიო“, „მეტამფეტამინი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკულ საშუალების შემცველი მცენარე კანაფი.ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული სამი პირისგან ნივთმტკიცებად ამოღებულია იარაღებიც.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე, 265-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა, 19-273-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/18/284479513_343:0:3032:2017_1920x0_80_0_0_ecf22eeea45393c688ead4981053b189.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავეს
დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 24 პირი დააკავეს, მათ შორის 11 ნარკორეალიზატორია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე ბრალდებულთა დაკავების სპეცოპერაციები ჩატარდა თბილისში, კახეთში, სამეგრელო - ზემო სვანეთში, იმერეთსა და აჭარაში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკიც 20-დან 61 წლამდეა, არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღო, ასევე, ამოღებულია სავარაუდოდ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტროსასწორები.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „კოკაინი“, „ბუპრენორფინი“, „მეტადონი“, „მდმა“, „ალფა პვპ“, „კეტამინი“, ე.წ. „ბიო“, „მეტამფეტამინი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკულ საშუალების შემცველი მცენარე კანაფი.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული სამი პირისგან ნივთმტკიცებად ამოღებულია იარაღებიც.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე, 265-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა, 19-273-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.