https://sputnik-georgia.com/20240625/mdinaradze-evrokavshiri-ar-unda-moeqces-saqartvelos-ise-rogorc-nacmozraoba-eqceoda-xalxs-288584165.html
მდინარაძე: ევროკავშირი არ უნდა მოექცეს საქართველოს ისე, როგორც „ნაცმოძრაობა" ექცეოდა ხალხს
მდინარაძე: ევროკავშირი არ უნდა მოექცეს საქართველოს ისე, როგორც „ნაცმოძრაობა" ექცეოდა ხალხს
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებას უსაფუძვლოდ ადანაშაულებენ იმაში, რომ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი დაეცა, განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა. 25.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-25T18:22+0400
2024-06-25T18:22+0400
2024-06-25T18:22+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24766/18/247661815_0:0:1037:583_1920x0_80_0_0_b647099a1d5a033f1ff27a1b86c9010a.jpg
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ევროკავშირის ბიუროკრატები საქართველოს არ უნდა მოექცნენ ისე, როგორც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ ექცეოდა ხალხს და სჯიდა იმის გამო, რაც არ გაუკეთეია, განაცხადა მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.განხეთქილების საფუძველი გახდა საქართველოში მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც ავალდებულებს უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ დეკლარაცია.23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების საპასუხოდ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას შემოიღებს იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან „საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაში".როგორც მან აღნიშნა, მიუღებელია განცხადებები იმის თაობაზე, რომ საქართველოში მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის „რუსული კანონი“. შეუძლებელია ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებმა არ იცოდნენ, რომ რაც კანადაში კანადურია, საქართველოში რუსული ვერ იქნება, რაც საფრანგეთში ფრანგულია, საქართველოში რუსული ვერ იქნება, რაც ამერიკაში ათწლეულებია ამერიკულია, საქართველოში რუსული ვერ იქნება.მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ ელოდება არც საქართველოს და არც რომელიმე მაღალჩინოსნის დასჯას.ორშაბათს, 24 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების გაუქმების შესაძლებლობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული კანონისა და ოფიციალური პირების მიერ ევროკავშირის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის გამო, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა.მისი თქმით, საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერების მიუხედავად, გაიზრდება მხარდაჭერა ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “ კანონის გათვალისწინებით საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობების საკითხი ხუთშაბათს, 27 ივნისს - უმაღლეს დონეზე - ევროპული საბჭოს მიერ იქნება განხილული. მანამდე, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველჰერჩინსკიმ არ გამორიცხა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის 2017 წელს შემოღებული უვიზო რეჟიმი ექვსი თვით შეჩერდეს.ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.კანდიდატის სტატუსის გარდა, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24766/18/247661815_97:0:1017:690_1920x0_80_0_0_ff2870027d78f37bb83ae94dc92908fe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ქართული ოცნება , ახალი ამბები
მდინარაძე: ევროკავშირი არ უნდა მოექცეს საქართველოს ისე, როგორც „ნაცმოძრაობა" ექცეოდა ხალხს
საქართველოს ხელისუფლებას უსაფუძვლოდ ადანაშაულებენ იმაში, რომ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი დაეცა, განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ევროკავშირის ბიუროკრატები საქართველოს არ უნდა მოექცნენ ისე, როგორც თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ ექცეოდა ხალხს და სჯიდა იმის გამო, რაც არ გაუკეთეია, განაცხადა მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.
განხეთქილების საფუძველი გახდა საქართველოში მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც ავალდებულებს უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ დეკლარაცია.
„იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელები, ისევე როგორც „ნაცები“ ექცეოდნენ თავის დროზე საკუთარ მოქალაქეებს, ასე არ მოექცევიან საქართველოს... წარმოუდგენელია, რომ ბრალი დაედოს საქართველოს იმაში, რაც მას არ ჩაუდენია. წარმოუდგენელია, დაბრალებული ამბის გამო მოხდეს ჩვენი ქვეყნის სანქცირება", - განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.
23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების საპასუხოდ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას შემოიღებს იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან „საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაში".
„ევროკავშირის ბიუროკრატიამ საქართველოს და მის ხელისუფლებას რაღაცები თუ არასწორად დააბრალა - ამ კანონის რუსულობა, ამ კანონის გამო დემოკრატიის უკუსვლა - მერე სანქციები შეიძლება ჩვეულებრივი ამბავი გახდეს. მაგრამ დაბრალებაშია პრობლემა და არა სანქციებში", - განაცხადა მდინარაძემ.
როგორც მან აღნიშნა, მიუღებელია განცხადებები იმის თაობაზე, რომ საქართველოში მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის „რუსული კანონი“. შეუძლებელია ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებმა არ იცოდნენ, რომ რაც კანადაში კანადურია, საქართველოში რუსული ვერ იქნება, რაც საფრანგეთში ფრანგულია, საქართველოში რუსული ვერ იქნება, რაც ამერიკაში ათწლეულებია ამერიკულია, საქართველოში რუსული ვერ იქნება.
„ერთი პერიოდი ვიზალიბერალიზაციაზე საუბრობდნენ, თუმცა მერე მიხვდნენ, რომ პიარში არ ჯდებოდა ეს ამბავი - ამბობდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი ხალხს მიანიჭეს, ახლა ხალხის დასჯა აღარ გამოვა, ასე რომ ახლა მაღალჩინოსნები დავსაჯოთო", - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ ელოდება არც საქართველოს და არც რომელიმე მაღალჩინოსნის დასჯას.
ორშაბათს, 24 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების გაუქმების შესაძლებლობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული კანონისა და ოფიციალური პირების მიერ ევროკავშირის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის გამო, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერების მიუხედავად, გაიზრდება მხარდაჭერა ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “ კანონის გათვალისწინებით საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობების საკითხი ხუთშაბათს, 27 ივნისს - უმაღლეს დონეზე - ევროპული საბჭოს მიერ იქნება განხილული. მანამდე, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველჰერჩინსკიმ არ გამორიცხა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის 2017 წელს შემოღებული უვიზო რეჟიმი ექვსი თვით შეჩერდეს.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
კანდიდატის სტატუსის გარდა, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.