https://sputnik-georgia.com/20240624/ministri-dges-zogadi-ganatlebis-shedegit-klakopili-aravinaa-288567222.html
მინისტრი: დღეს ზოგადი განათლების შედეგით კმაყოფილი არავინაა
მინისტრი: დღეს ზოგადი განათლების შედეგით კმაყოფილი არავინაა
Sputnik საქართველო
მასწავლებელთა ხელფასების გაზრდის გარეშე განათლების ხარისხის გაუმჯობესება შეუძლებელია, აღნიშნა მინისტრმა 24.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-24T13:00+0400
2024-06-24T13:00+0400
2024-06-24T13:00+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/06/277396434_39:310:1859:1334_1920x0_80_0_0_a8553695fea11aa93b69687d13ff548c.jpg
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. დღეს საქართველოს საჯარო სკოლებში ზოგადი განათლების შედეგებით კმაყოფილი არავინაა, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი პოლიტიკა, რომლის თანახმად მასწავლებელთა 70%-ს ხელფასი 500-დან 800 ლარამდე გაეზრდება. ჩვენ ვერ ვიზამთ ამას, თუ ყველაზე მთავარ აქტორს არ მივცემთ სამართლიან შრომის ანაზღაურებას მიუხედავად სტატუსებისა“, - აღნიშნა ამილახვარმა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, მასწავლებლების ხელფასების გაზრდის გარეშე განათლების ხარისხის გაუმჯობესება შეუძლებელია.„ჩვენ ვერ ვიზამთ ამას, თუ ყველაზე მთავარ აქტორს არ მივცემთ სამართლიან შრომის ანაზღაურებას მიუხედავად სტატუსისა“, - განაცხადა მინისტრმა.მისი თქმით, 40 ათასამდე მასწავლებელს - სტატუსიანი პედაგოგების საერთო რაოდენობის 70%-ს ხელფასი გაეზრდება მინიმუმ 500 ლარით. რამდენიმე ათასი მასწავლებელი კი 600, 700 და 800 ლარით გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს. „რაც შეეხება დარჩენილ 30%-ს, 5-7%-ს ხელფასი ეზრდება 200 ლარით, დარჩენილ 20-25%-ს კი 300-400-ლარით. ამ ციფრებზე სრული პასუხისმგებელი ვარ თითოეული სტატუსიანი პედაგოგის წინაშე, როდესაც დარიგდება ხელფასი", - განაცხადა ამილახვარმა.საქართველოში 52 ათასი სტატუსიანი პედაგოგია. სკოლის პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორი მასწავლებლები. სტატუსიდან გამომდინარე ხელფასი 400-დან 1.745 ლარამდე მერყეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/06/277396434_224:269:1685:1365_1920x0_80_0_0_8ea8fa719fb3786dfddae3b60db60bd7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
მინისტრი: დღეს ზოგადი განათლების შედეგით კმაყოფილი არავინაა
მასწავლებელთა ხელფასების გაზრდის გარეშე განათლების ხარისხის გაუმჯობესება შეუძლებელია, აღნიშნა მინისტრმა
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. დღეს საქართველოს საჯარო სკოლებში ზოგადი განათლების შედეგებით კმაყოფილი არავინაა, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი პოლიტიკა, რომლის თანახმად მასწავლებელთა 70%-ს ხელფასი 500-დან 800 ლარამდე გაეზრდება.
„მე ვარ პირველი, რომელიც ამბობს, რომ არავინ არის დღეს ჩვენი ზოგადი განათლების შედეგებით კმაყოფილი. ამას რად უნდა ჩემი თქმა, როდესაც საერთაშორისო კვლევები ქვეყნდება, მერამდენე წელია, 10-15 წელია და სამწუხაროდ, მინიმალური გაუმჯობესება გვაქვს. მთავარია, რითაც უნდა ვუპასუხოთ საზოგადოების დაკვეთას, ეს არის ხარისხის ამაღლება", - განაცხადა ამილახვარმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
ჩვენ ვერ ვიზამთ ამას, თუ ყველაზე მთავარ აქტორს არ მივცემთ სამართლიან შრომის ანაზღაურებას მიუხედავად სტატუსებისა“, - აღნიშნა ამილახვარმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მასწავლებლების ხელფასების გაზრდის გარეშე განათლების ხარისხის გაუმჯობესება შეუძლებელია.
„ჩვენ ვერ ვიზამთ ამას, თუ ყველაზე მთავარ აქტორს არ მივცემთ სამართლიან შრომის ანაზღაურებას მიუხედავად სტატუსისა“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, 40 ათასამდე მასწავლებელს - სტატუსიანი პედაგოგების საერთო რაოდენობის 70%-ს ხელფასი გაეზრდება მინიმუმ 500 ლარით. რამდენიმე ათასი მასწავლებელი კი 600, 700 და 800 ლარით გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს.
„რაც შეეხება დარჩენილ 30%-ს, 5-7%-ს ხელფასი ეზრდება 200 ლარით, დარჩენილ 20-25%-ს კი 300-400-ლარით. ამ ციფრებზე სრული პასუხისმგებელი ვარ თითოეული სტატუსიანი პედაგოგის წინაშე, როდესაც დარიგდება ხელფასი", - განაცხადა ამილახვარმა.
საქართველოში 52 ათასი სტატუსიანი პედაგოგია. სკოლის პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორი მასწავლებლები. სტატუსიდან გამომდინარე ხელფასი 400-დან 1.745 ლარამდე მერყეობს.