https://sputnik-georgia.com/20240621/saqartvelosi-cinetis-saelco-daniganis-gancxadeba-cinettan-dakavsirebit-absurdulia-288538468.html
საქართველოში ჩინეთის საელჩო: დანიგანის განცხადება ჩინეთთან დაკავშირებით აბსურდულია
საქართველოში ჩინეთის საელჩო: დანიგანის განცხადება ჩინეთთან დაკავშირებით აბსურდულია
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა აბსურდული განცხადება გააკეთა, რომ ჩინური კომპანიის უდიდესი წილის მფლობელი, რომელიც... 21.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-21T20:31+0400
2024-06-21T20:31+0400
2024-06-21T20:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
აშშ
ჩინეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/10/251183171_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_e30467e4df5ddf90d32a87cf1e74fb01.jpg
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა აბსურდული განცხადება გააკეთა, რომ ჩინური კომპანიის უდიდესი წილის მფლობელი, რომელიც გეგმავს საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით ქვეყნის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას, არის ჩინეთის კომუნისტური პარტია და რომ ის ასევე აფინანსებს რუსეთის არმიას, აღნიშნულია ჩინეთის საელჩოს განცხადებაში.აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება იმის გამო, რომ ქვეყნის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ქალაქ ანაკლიაში კერძო პარტნიორად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი აირჩიეს. მისი თქმით, კონსორციუმში შემავალი კომპანია China Communications Construction Company-ის დიდი წილის მფლობელია ჩინეთის კომუნისტური პარტია, რომელიც რუსეთის არმიას აფინანსებს.საელჩოში აღნიშნეს, რომ ჩინური მხარე მკაცრად გმობს მსგავს განცხადებას. ზემოაღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დადგენილ „სან-ფრანცისკოს ხედვას“.„ჩინური მხარე ასევე წუხს იმ ფაქტის გამო, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას არ გამოიჩინა პროფესიონალიზმი“, - აღნიშნულია განცხადებაში.რაც შეეხება „სან-ფრანცისკოს ხედვას“, ის იძლევა მიმართულებას და ასახავს ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების ჯანსაღი, სტაბილური და მდგრადი განვითარების გეგმის რეალიზაციისთვის.ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს შორის შეხვედრა 2023 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში შედგა.
საქართველო
აშშ
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/10/251183171_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_e3fd285315d330948fe58bf1f3850635.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , ჩინეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, აშშ , ჩინეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა აბსურდული განცხადება გააკეთა, რომ ჩინური კომპანიის უდიდესი წილის მფლობელი, რომელიც გეგმავს საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით ქვეყნის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას, არის ჩინეთის კომუნისტური პარტია და რომ ის ასევე აფინანსებს რუსეთის არმიას, აღნიშნულია ჩინეთის საელჩოს განცხადებაში.
აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება იმის გამო, რომ ქვეყნის პირველი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ქალაქ ანაკლიაში კერძო პარტნიორად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი აირჩიეს. მისი თქმით, კონსორციუმში შემავალი კომპანია China Communications Construction Company-ის დიდი წილის მფლობელია ჩინეთის კომუნისტური პარტია, რომელიც რუსეთის არმიას აფინანსებს.
„საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელის განცხადებები, როგორიცაა: „China Communications Construction Company-ის უმეტესობას ჩინეთის კომუნისტური პარტია ფლობს“ და „China Communications Construction Company და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის რუსეთის არმიის ნომერ პირველი დამფინანსებელი“ არის აზრს მოკლებული და სერიოზულად შეუსაბამო ფაქტებთან“, - ნათქვამია ჩინეთის საელჩოს განცხადებაში.
საელჩოში აღნიშნეს, რომ ჩინური მხარე მკაცრად გმობს მსგავს განცხადებას. ზემოაღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დადგენილ „სან-ფრანცისკოს ხედვას“.
„ჩინური მხარე ასევე წუხს იმ ფაქტის გამო, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას არ გამოიჩინა პროფესიონალიზმი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
რაც შეეხება „სან-ფრანცისკოს ხედვას“, ის იძლევა მიმართულებას და ასახავს ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების ჯანსაღი, სტაბილური და მდგრადი განვითარების გეგმის რეალიზაციისთვის.
ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს შორის შეხვედრა 2023 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში შედგა.