https://sputnik-georgia.com/20240620/xelisuflebas-semotanil-fqvilze-importis-gadasaxadis-gagrzelebisken-mouwodeben-288516212.html
ხელისუფლებას შემოტანილ ფქვილზე იმპორტის გადასახადის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ
ხელისუფლებას შემოტანილ ფქვილზე იმპორტის გადასახადის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ
Sputnik საქართველო
მთავრობამ განაცხადა, რომ გადასახადის შემოღება მიზნად ისახავდა ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდას 20.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-20T11:38+0400
2024-06-20T11:38+0400
2024-06-20T11:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/18/283589373_0:127:3189:1921_1920x0_80_0_0_e71fc00ece62790413611b0aaab07eae.jpg
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ“ მოუწოდა მთავრობას, გააგრძელოს ფქვილის იმპორტზე დროებითი გადასახადის მოქმედება, რათა ქართულ ბაზარზე სტაბილური სიტუაცია შენარჩუნდეს, განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.ქართველი ფერმერების მხარდასაჭერად, რომლებსაც მარცვლეულის მოსავლის რეალიზაციაში პრობლემები შეექმნათ, 2023 წლის 12 ივნისიდან 1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში 200 კილოგრამზე მეტი ხორბლის ფქვილის იმპორტი კილოგრამზე 20 თეთრით იბეგრებოდა. 2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში დროებითი გადასახადი 2024 წლის 1 მარტამდე გაგრძელდა და გადასახადის ოდენობა გაიზარდა 25%-ით, ანუ გადასახადი 1 კილოგრამ ფქვილზე 250 ლარით განისაზღვრა.საქართველოში ხორბლის კარგ მოსავალს ელიან - ექსპერტი>>მთავრობამ განაცხადა, რომ გადასახადის შემოღება მიზნად ისახავდა ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდას და ადგილობრივ ბაზარზე მისი რეალიზაციის ხელშეწყობას. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება იმ პირობით მიიღო, რომ სექტორი პურის გაძვირებას არ დაუშვებდა.სილაგავას თქმით, ამ პერიოდში ბიუჯეტში გადასახადით 30 მლნ ლარამდე შევიდა.წლის განმავლობაში საქართველო დაახლოებით 800 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს. ფქვილის იმპორტის 78% რუსეთზე მოდის, რომელიც მარცვლეულისა და ფქვილის ყველაზე მსხვილი მომწოდებელიცაა.რთული დრორუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესების და ფქვილის იმპორტის ზრდის პირობებში 2023 წელს საქართველოში ყველა წისქვილკომბინატმა შეაჩერა წარმოება, როგორც ეს 2021 წელს მოხდა. შედეგად, ქართველი ფერმერები ვერ ახერხებდნენ დასაწყობებული, დაახლოებით 40-50 ათასი ტონა ხორბლის რეალიზებას, რადგან ხორბლის მარაგები გადავსებული იყო.ქართველი მეწისქვილეებისთვის პირველად რთული პერიოდი დადგა 2021 წლის ზაფხულში, როდესაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი ბაჟის მექანიზმი დააწესა. შესაბამისად, საქართველომ რამდენჯერმე გაზარდა ფქვილის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, რაზეც საექსპორტო გადასახადი არ არის დაწესებული. ამიტომ 2022 წელს ხორბლის იმპორტი 30%-ზე მეტით შემცირდა. შედეგად კი ქვეყანაში თითქმის ყველა წისქვილკომბინატმა შეწყვიტა მუშაობა.გაძვირდება თუ არა პური საქართველოში?>>წისქვილებმა ხორბლის შემოტანა და წარმოების ზრდა მხოლოდ გასული წლის ბოლოსკენ დაიწყეს, როდესაც ხორბალზე ექსპორტის გადასახადის მცურავი განაკვეთი შემცირდა.მეორედ წისქვილკომბინატებში წარმოების კრიზისი დადგა 2023 წლის მარტში რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდისა და ხორბალზე საექსპორტო გადასახადის ზრდის გამო.საქართველოს მთავრობის მიერ წისქვილკომბინატების, ქართული ხორბლის მწარმოებლების და პურის მწარმოებლებთან კონსულტაციების შედეგად 2023 წლის 12 ივნისიდან 2024 წლის 1 მარტამდე ფქვილის იმპორტზე დროებითი მოსაკრებელი დაწესდა, რომლის მიზანი იყო საქართველოს ბაზარზე ფქვილისა და ხორბლის თანაბარი საგადასახადო რეჟიმების აღდგენა, რითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა წისქვილკომბინატების ინდუსტრიის მუშაობის აღდგენა.ფქვილის იმპორტზე დროებითი მოსაკრებლის დაწესების შედეგად აღდგა თანაბარი კონკურენციის პირობები ფქვილის იმპორტსა და ხორბლის იმპორტს შორის. შედეგად, წისქვილკომბინატებმა მუშაობა განაახლეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/18/283589373_230:0:2961:2048_1920x0_80_0_0_7f1cd46b20d08f5d8b02ef7f5bc17ae0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ხელისუფლებას შემოტანილ ფქვილზე იმპორტის გადასახადის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ
მთავრობამ განაცხადა, რომ გადასახადის შემოღება მიზნად ისახავდა ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდას
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ“ მოუწოდა მთავრობას, გააგრძელოს ფქვილის იმპორტზე დროებითი გადასახადის მოქმედება, რათა ქართულ ბაზარზე სტაბილური სიტუაცია შენარჩუნდეს, განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.
„მოვუწოდებთ მთავრობას, რომ სექტემბრის შემდეგ გააგრძელოს საიმპორტო გადასახადის მოქმედების ვადა. გამომდინარე იქიდან, რომ უფრო განჭვრეტადი იყოს ჩვენი მუშაობა. როგორც წისქვილების, ისე მეპურეების და მეხორბლეების“ – აღნიშნა ლევან სილაგავამ “მედიაცენტრ მთავარში”.
ქართველი ფერმერების მხარდასაჭერად, რომლებსაც მარცვლეულის მოსავლის რეალიზაციაში პრობლემები შეექმნათ, 2023 წლის 12 ივნისიდან 1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში 200 კილოგრამზე მეტი ხორბლის ფქვილის იმპორტი კილოგრამზე 20 თეთრით იბეგრებოდა. 2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში დროებითი გადასახადი 2024 წლის 1 მარტამდე გაგრძელდა და გადასახადის ოდენობა გაიზარდა 25%-ით, ანუ გადასახადი 1 კილოგრამ ფქვილზე 250 ლარით განისაზღვრა.
მთავრობამ განაცხადა, რომ გადასახადის შემოღება მიზნად ისახავდა ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდას და ადგილობრივ ბაზარზე მისი რეალიზაციის ხელშეწყობას. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება იმ პირობით მიიღო, რომ სექტორი პურის გაძვირებას არ დაუშვებდა.
სილაგავას თქმით, ამ პერიოდში ბიუჯეტში გადასახადით 30 მლნ ლარამდე შევიდა.
„გადასახადი შემოვიდა შარშან, 11 ივნისს. ამან მოგვიტანა სტაბილურობა პურის ბაზარზე, ხორბალზე და ყველაზე მთავარი, საიმპორტო გადასახადით 30 მილიონ ლარამდე შეგროვდა საქართველოს ბიუჯეტში. იმ შემთხვევაში თუ მომავალში პურის ფასთან მიმართებით პრობლემა წარმოიშვება ეს 30 მილიონი ლარი შეიძლება გამოყენებულ იქნას დასასტაბილურებლად“, - განაცხადა სილაგავამ.
წლის განმავლობაში საქართველო დაახლოებით 800 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს. ფქვილის იმპორტის 78% რუსეთზე მოდის, რომელიც მარცვლეულისა და ფქვილის ყველაზე მსხვილი მომწოდებელიცაა.
რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესების და ფქვილის იმპორტის ზრდის პირობებში 2023 წელს საქართველოში ყველა წისქვილკომბინატმა შეაჩერა წარმოება, როგორც ეს 2021 წელს მოხდა. შედეგად, ქართველი ფერმერები ვერ ახერხებდნენ დასაწყობებული, დაახლოებით 40-50 ათასი ტონა ხორბლის რეალიზებას, რადგან ხორბლის მარაგები გადავსებული იყო.
ქართველი მეწისქვილეებისთვის პირველად რთული პერიოდი დადგა 2021 წლის ზაფხულში, როდესაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი ბაჟის მექანიზმი დააწესა. შესაბამისად, საქართველომ რამდენჯერმე გაზარდა ფქვილის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, რაზეც საექსპორტო გადასახადი არ არის დაწესებული. ამიტომ 2022 წელს ხორბლის იმპორტი 30%-ზე მეტით შემცირდა. შედეგად კი ქვეყანაში თითქმის ყველა წისქვილკომბინატმა შეწყვიტა მუშაობა.
წისქვილებმა ხორბლის შემოტანა და წარმოების ზრდა მხოლოდ გასული წლის ბოლოსკენ დაიწყეს, როდესაც ხორბალზე ექსპორტის გადასახადის მცურავი განაკვეთი შემცირდა.
მეორედ წისქვილკომბინატებში წარმოების კრიზისი დადგა 2023 წლის მარტში რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდისა და ხორბალზე საექსპორტო გადასახადის ზრდის გამო.
საქართველოს მთავრობის მიერ წისქვილკომბინატების, ქართული ხორბლის მწარმოებლების და პურის მწარმოებლებთან კონსულტაციების შედეგად 2023 წლის 12 ივნისიდან 2024 წლის 1 მარტამდე ფქვილის იმპორტზე დროებითი მოსაკრებელი დაწესდა, რომლის მიზანი იყო საქართველოს ბაზარზე ფქვილისა და ხორბლის თანაბარი საგადასახადო რეჟიმების აღდგენა, რითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა წისქვილკომბინატების ინდუსტრიის მუშაობის აღდგენა.
ფქვილის იმპორტზე დროებითი მოსაკრებლის დაწესების შედეგად აღდგა თანაბარი კონკურენციის პირობები ფქვილის იმპორტსა და ხორბლის იმპორტს შორის. შედეგად, წისქვილკომბინატებმა მუშაობა განაახლეს.