https://sputnik-georgia.com/20240531/saqartvelosi-xorblis-karg-mosavals-elian-eqsperti-288191657.html
საქართველოში ხორბლის კარგ მოსავალს ელიან - ექსპერტი
საქართველოში ხორბლის კარგ მოსავალს ელიან - ექსპერტი
Sputnik საქართველო
ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ძლიერმა წვიმამ მოსახლეობას დისკომფორტი კი შეუქმნა, მაგრამ კარგი გავლენა მოახდინა მარცვლეულზე, მიაჩნია ექსპერტს 31.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-31T13:06+0400
2024-05-31T13:06+0400
2024-05-31T13:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/18/280217753_0:233:3072:1961_1920x0_80_0_0_85dd703ba21719673f98eff78ac89e15.jpg
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. 2024 წელს საქართველოში ხორბლის მოსავალმა შეიძლება მიაღწიოს 180 ათას ტონას, დაახლოებით 20%-ით მეტს, ვიდრე 2023 წელს, განაცხადა „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.წლის განმავლობაში საქართველო დაახლოებით 800 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს. ფქვილის იმპორტის 78% რუსეთზე მოდის, რომელიც მარცვლეულის ყველაზე მსხვილი მომწოდებელიცაა.სილაგავას თქმით, ბოლო თვეში ძლიერი წვიმები მოქალაქეებისთვის, შეიძლება, ძალიან შემაწუხებელი იყო, თუმცა მოსავლისთვის ეს კარგი იყო და ახლა მთავარია რომ რამდენიმე კვირას სტაბილური, ნორმალური ამინდი შენარჩუნდეს, რომ მოსავალი დროულად იქნეს აღებული და დაბინავებული.ხორბლის მოსავლის აღებას რამდენიმე კვირაში დაიწყებენ.ქართველი ფერმერების მხარდასაჭერად, რომლებსაც მარცვლეულის მოსავლის რეალიზაციაში პრობლემები შეექმნათ, 2023 წლის 12 ივნისიდან 1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში 200 კილოგრამზე მეტი ხორბლის ფქვილის იმპორტი კილოგრამზე 20 თეთრით იბეგრებოდა. ოქტომბრის დასაწყისში დროებითი გადასახადი 2024 წლის 1 მარტამდე გაგრძელდა და გადასახადის ოდენობა გაიზარდა 25%-ით, ანუ გადასახადი 1 კილოგრამ ფქვილზე 250 ლარით განისაზღვრა.დროებითი გადასახადის მოქმედების პერიოდი მორიგჯერ ნოემბერში, 2024 წლის 1 სექტემბრამდე გააგრძელეს.გაძვირდება თუ არა პური საქართველოში? >>ხორბალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოჰყავთ, მაგრამ ყველაზე მეტი – კახეთში, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონებში, ცოტა საგარეჯოშიც. დედოფლისწყაროში 55 ათასი ჰექტარი სახნავი მიწაა, აქედან 80%-მდე ხორბალსა და ჭვავს უკავია.ხორბლის ყანები არის ასევე ქვემო ქართლში – ბოლნისის, მარნეულის, გარდაბნის რაიონებში, წალკაში, ბოგდანოვკაში, ახალქალაქსა და ახალციხეში, მაგრამ იქ მთიანი ადგილებია და მოსავალი გვიან მწიფდება. ხორბლის მომცრო მინდვრებია შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ, გორისა და ქარელის რაიონებში.გასულ წელს საქართველოში 146,6 ათასი ტონა ხორბალი იქნა წარმოებული. საქართველოში ხორბლის ნათესი ფართობი 2023 წელს 56,7 ათასი ჰექტარი იყო, ხოლო საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 2,6 ტონა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/18/280217753_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_1970361d3f56732d70aa30202b301d83.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველოში ხორბლის კარგ მოსავალს ელიან - ექსპერტი
ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ძლიერმა წვიმამ მოსახლეობას დისკომფორტი კი შეუქმნა, მაგრამ კარგი გავლენა მოახდინა მარცვლეულზე, მიაჩნია ექსპერტს
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. 2024 წელს საქართველოში ხორბლის მოსავალმა შეიძლება მიაღწიოს 180 ათას ტონას, დაახლოებით 20%-ით მეტს, ვიდრე 2023 წელს, განაცხადა „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.
წლის განმავლობაში საქართველო დაახლოებით 800 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს. ფქვილის იმპორტის 78% რუსეთზე მოდის, რომელიც მარცვლეულის ყველაზე მსხვილი მომწოდებელიცაა.
„წინა წელს საქართველოში 150.000 ტონა ხორბლის მოსავალი იყო, რაც სტატისტიკით ვიცით. წელს ალბათ, დაახლოებით, 20-30 ათასი ტონით მეტი იქნება. ეს წინასწარი მონაცემებია“, - განაცხადა სილაგავამ პრესკლუბ „კვირას“ ეთერში.
სილაგავას თქმით, ბოლო თვეში ძლიერი წვიმები მოქალაქეებისთვის, შეიძლება, ძალიან შემაწუხებელი იყო, თუმცა მოსავლისთვის ეს კარგი იყო და ახლა მთავარია რომ რამდენიმე კვირას სტაბილური, ნორმალური ამინდი შენარჩუნდეს, რომ მოსავალი დროულად იქნეს აღებული და დაბინავებული.
ხორბლის მოსავლის აღებას რამდენიმე კვირაში დაიწყებენ.
ქართველი ფერმერების მხარდასაჭერად, რომლებსაც მარცვლეულის მოსავლის რეალიზაციაში პრობლემები შეექმნათ, 2023 წლის 12 ივნისიდან 1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში 200 კილოგრამზე მეტი ხორბლის ფქვილის იმპორტი კილოგრამზე 20 თეთრით იბეგრებოდა. ოქტომბრის დასაწყისში დროებითი გადასახადი 2024 წლის 1 მარტამდე გაგრძელდა და გადასახადის ოდენობა გაიზარდა 25%-ით, ანუ გადასახადი 1 კილოგრამ ფქვილზე 250 ლარით განისაზღვრა.
დროებითი გადასახადის მოქმედების პერიოდი მორიგჯერ ნოემბერში, 2024 წლის 1 სექტემბრამდე გააგრძელეს.
ხორბალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოჰყავთ, მაგრამ ყველაზე მეტი – კახეთში, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონებში, ცოტა საგარეჯოშიც. დედოფლისწყაროში 55 ათასი ჰექტარი სახნავი მიწაა, აქედან 80%-მდე ხორბალსა და ჭვავს უკავია.
ხორბლის ყანები არის ასევე ქვემო ქართლში – ბოლნისის, მარნეულის, გარდაბნის რაიონებში, წალკაში, ბოგდანოვკაში, ახალქალაქსა და ახალციხეში, მაგრამ იქ მთიანი ადგილებია და მოსავალი გვიან მწიფდება. ხორბლის მომცრო მინდვრებია შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ, გორისა და ქარელის რაიონებში.
გასულ წელს საქართველოში 146,6 ათასი ტონა ხორბალი იქნა წარმოებული. საქართველოში ხორბლის ნათესი ფართობი 2023 წელს 56,7 ათასი ჰექტარი იყო, ხოლო საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 2,6 ტონა.