გერმანიაში ქართველი კაცი სექსუალურ ძალადობაშია ეჭვმიტანილი

© AFP 2024 / INA FASSBENDERგერმანიის პოლიცია
გერმანიის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2024
გამოწერა
საქართველოს მოქალაქე დაკავებულია და ამჟამად საპატიმროში იმყოფება.
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. გერმანიაში სექსუალური ძალადობის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს, იუწყება „მთავარი არხი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის კაცი ქალს თავს დაესხა იმ დროს, როცა ის საცხოვრებელი კორპუსის შენობაში, საერთო სამრეცხაო ოთახში იმყოფებოდა. მამაკაცმა ის ჯერ გააუპატიურა, ხოლო შემდეგ ცემითაც დაემუქრა.
გამომძიებლებმა დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და აღწერილობების საფუძველზე, სახლის სათვალთვალო კამერებიდან სურათები ამოიღეს, რამაც პოლიციას საშუალება მისცა დაეკავებინა სავარაუდო დამნაშავე, რომელიც შემდეგ დაზარალებულმა ამოიცნო.
სასამართლომ ეჭვმიტანილს პატიმრობა შეუფარდა.
ყველა ახალი ამბავი
0