https://sputnik-georgia.com/20240618/orbani-briuselshi-evropeli-xalxis-neba-ugulebelyves-288472356.html
ორბანი: ბრიუსელში ევროპელი ხალხის ნება უგულებელყვეს
ორბანი: ბრიუსელში ევროპელი ხალხის ნება უგულებელყვეს
Sputnik საქართველო
ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისის პერიოდში ევროკავშირის 27 ქვეყანაში ჩატარდა. 18.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-18T18:13+0400
2024-06-18T18:13+0400
2024-06-18T18:13+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა
ბრიუსელი
ევროკავშირი
ევროპარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/18/273374930_0:0:3145:1770_1920x0_80_0_0_9a52b96f709815f8c3435636aa35a62d.jpg
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ „ევროპის სახალხო პარტიამ" (EPP) ევროპელი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გარიგება დადო სოციალისტებთან და ლიბერალებთან და ევროკავშირის წამყვანი პოსტები ერთმანეთში გაინაწილეს, დაწერა უნგრეთის პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელშ X-ზე.ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების ორშაბათს გამართული პირველი შეხვედრა ევროკომისიის და ევროსაბჭოს პრეზიდენტების და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობებზე დანიშვნების შესახებ პოლიტიკური შეთანხმების გარეშე დასრულდა. მისი თქმით, ევროპული არჩევნების შედეგი ნათელია: მემარჯვენე პარტიები გაძლიერდნენ, მემარცხენეებმა და ლიბერალებმა კი პოზიციები დაკარგეს.„ევროპის სახალხო პარტია“ იმის ნაცვლად, რომ ამომრჩევლებს მოუსმინოს, საბოლოოდ გაერთიანდა სოციალისტებთან და ლიბერალებთან. დღეს მათ გარიგება დადეს და ევროკავშირის წამყვანი პოსტები ერთმანეთში გაინაწილეს", - განაცხადა ორბანმა.მისი თქმით, „ევროპის სახალხო პარტიას" არ აინტერესებს ევროპული არჩევნების შედეგები და არც ევროპელი ხალხის ნება. ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები. ეს ადამიანები გააგრძელებენ მიგრაციის მხარდაჭერას და კიდევ უფრო მეტ ფულს და იარაღს გაგზავნიან რუსეთ-უკრაინის კონფლიქტისთვის, დაწერა ორბანმა. „ჩვენ ამას არ ავყვებით! ჩვენ გავაერთიანებთ ევროპელი მემარჯვენეების ძალებს და ვიბრძოლებთ მიგრაციისა და ომის მხარდამჭერი ბიუროკრატების წინააღმდეგ“, – აღნიშნა უნგრეთის პრეზიდენტმა. ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისის პერიოდში ევროკავშირის 27 ქვეყანაში ჩატარდა. გაიმარჯვა იგივე „ევროპის სახალხო პარტიამ", თუმცა, მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტიებმა გააუმჯობესეს თავიანთი შედეგები ევროკავშირის ძირითად ქვეყნებში, მათ შორის იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში. უფრო მეტიც, ბოლო ორ ქვეყანაში მმართველი პარტიები მემარჯვენეებთან დამარცხდნენ.„ევროპის სახალხო პარტიამ", რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმოადგენს, ევროპარლამენტში 720 ადგილიდან 185 მოიპოვა, ცხრა მანდატით მეტი, ვიდრე 2019 წელს.გუშინ, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირში საკვანძო პოზიციებზე შეთანხმება მიღწეული არ არის და რომ ლიდერები აღიარებენ მათ პასუხისმგებლობას ივნისის ბოლომდე გადაწყვეტილების მიღებაზე.
ბრიუსელი
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/18/273374930_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_7a91036cfe79bd4097d6f22167dc2293.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, პოლიტიკა, ბრიუსელი , ევროკავშირი , ევროპარლამენტი, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, პოლიტიკა, ბრიუსელი , ევროკავშირი , ევროპარლამენტი, ახალი ამბები
ორბანი: ბრიუსელში ევროპელი ხალხის ნება უგულებელყვეს
ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისის პერიოდში ევროკავშირის 27 ქვეყანაში ჩატარდა.
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ „ევროპის სახალხო პარტიამ" (EPP) ევროპელი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გარიგება დადო სოციალისტებთან და ლიბერალებთან და ევროკავშირის წამყვანი პოსტები ერთმანეთში გაინაწილეს, დაწერა უნგრეთის პრეზიდენტმა ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელშ X-ზე.
ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების ორშაბათს გამართული პირველი შეხვედრა ევროკომისიის და ევროსაბჭოს პრეზიდენტების და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობებზე დანიშვნების შესახებ პოლიტიკური შეთანხმების გარეშე დასრულდა.
„ევროპელი ხალხის ნება ბრიუსელში დღეს უგულებელყოფილი იყო", - დაწერა ორბანმა.
მისი თქმით, ევროპული არჩევნების შედეგი ნათელია: მემარჯვენე პარტიები გაძლიერდნენ, მემარცხენეებმა და ლიბერალებმა კი პოზიციები დაკარგეს.
„ევროპის სახალხო პარტია“ იმის ნაცვლად, რომ ამომრჩევლებს მოუსმინოს, საბოლოოდ გაერთიანდა სოციალისტებთან და ლიბერალებთან. დღეს მათ გარიგება დადეს და ევროკავშირის წამყვანი პოსტები ერთმანეთში გაინაწილეს", - განაცხადა ორბანმა.
მისი თქმით, „ევროპის სახალხო პარტიას" არ აინტერესებს ევროპული არჩევნების შედეგები და არც ევროპელი ხალხის ნება. ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები. ეს ადამიანები გააგრძელებენ მიგრაციის მხარდაჭერას და კიდევ უფრო მეტ ფულს და იარაღს გაგზავნიან რუსეთ-უკრაინის კონფლიქტისთვის, დაწერა ორბანმა.
„ჩვენ ამას არ ავყვებით! ჩვენ გავაერთიანებთ ევროპელი მემარჯვენეების ძალებს და ვიბრძოლებთ მიგრაციისა და ომის მხარდამჭერი ბიუროკრატების წინააღმდეგ“, – აღნიშნა უნგრეთის პრეზიდენტმა.
ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისის პერიოდში ევროკავშირის 27 ქვეყანაში ჩატარდა. გაიმარჯვა იგივე „ევროპის სახალხო პარტიამ", თუმცა, მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტიებმა გააუმჯობესეს თავიანთი შედეგები ევროკავშირის ძირითად ქვეყნებში, მათ შორის იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში. უფრო მეტიც, ბოლო ორ ქვეყანაში მმართველი პარტიები მემარჯვენეებთან დამარცხდნენ.
„ევროპის სახალხო პარტიამ", რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმოადგენს, ევროპარლამენტში 720 ადგილიდან 185 მოიპოვა, ცხრა მანდატით მეტი, ვიდრე 2019 წელს.
გუშინ, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირში საკვანძო პოზიციებზე შეთანხმება მიღწეული არ არის და რომ ლიდერები აღიარებენ მათ პასუხისმგებლობას ივნისის ბოლომდე გადაწყვეტილების მიღებაზე.