საქართველო-თურქეთის მატჩი: უამინდობის გამო დორტმუნდში ფან-ზონა დაიხურა

© Courtesy of Nakrebiდროშები
დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2024
გამოწერა
დღევანდელ მატჩამდე საქართველოს და თურქეთის გუნდებმა ხუთი შეხვედრა გამართეს - სამი მატჩი თურქეთის გამარჯვებით დასრულდა, საქართველომ ერთი მატჩი მოიგო, ერთი მატჩი კი ფრე ანგარიშით დასრულდა.
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. დორტმუნდში თურქეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩზე გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი ფან-ზონები უამინდობის გამო დაიკეტა, იუწყება პორტალი dortmund.de.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს თურქეთთან ჩაატარებს - მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.
Associated Press-ის ცნობით, გერმანიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გაავრცელა გაფრთხილება დასავლეთ და ცენტრალურ გერმანიაში ძლიერი ჭექა-ქუხილის შესახებ. ასევე არსებობს წვიმის, ელვის და ქარის გაძლიერების საშიშროება. დორტმუნდის მსგავსად, ევრო 2024-ის მასპინძელმა სხვა ქალაქებმაც - კიოლნმა, დიუსელდორფმა და გელზენკირხენმა - ასევე გადაწყვიტეს, გულშემატკივართა საჯარო ზონები დახურონ.
„დორტმუნდი მოუთმენლად ელოდა და ემზადებოდა ქალაქში ათიათასობით თურქი და ქართველი გულშემატკივრების საღამოსთვის. ჩვენს ქალაქში გულშემატკივართა უსაფრთხოება ძალზე მნიშვნელოვანია. ეს არის პრიორიტეტი“, - განაცხადა ევრო 2024-ზე დორტმუნდის წარმომადგენელმა მარტინ ზაუერმა.
ამასთან, დორტმუნდი აპირებს გაატაროს ზომები, რათა მომდევნო დღეებში უამინდობის პირობებში ობიექტებმა გააგრძელონ მუშაობა.
დღევანდელ მატჩამდე საქართველოს და თურქეთის გუნდებმა ხუთი შეხვედრა გამართეს - სამი მატჩი თურქეთის გამარჯვებით დასრულდა, საქართველომ ერთი მატჩი მოიგო, ერთი მატჩი კი ფრე ანგარიშით დასრულდა.
ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში საქართველოს ნაკრები 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთს შეხვდება, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს, ხოლო გელზენკირხენში პორტუგალიას - 26 ივნისს.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.
ყველა ახალი ამბავი
0