https://sputnik-georgia.com/20240616/tbilissi-ekonomikuri-sabwos-sxdoma-gaimarta-ra-ganixiles-sexvedraze-288430801.html
თბილისში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა - რა განიხილეს შეხვედრაზე
თბილისში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა - რა განიხილეს შეხვედრაზე
Sputnik საქართველო
საბჭოზე მსხვილი საინვესტიციო პროექტებით ინვესტორების დაინტერესება განიხილეს 16.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-16T15:25+0400
2024-06-16T15:25+0400
2024-06-16T15:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288179859_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_b888799a606eab2f97bbd9a3c2eee5c2.jpg
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკაში სტაბილურობის შენარჩუნებაზე ისაუბრეს ეკონომიკური საბჭოს წევრებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე, იუწყება მთავრობის მეთაურის პრესსამსახური.საბჭოს წევრებმა ეკონომიკური ზრდის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს.ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის - ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებებით.განიხილეს მსხვილი საინვესტიციო პროექტებით ინვესტორების დაინტერესება. საბჭოს წევრებმა მთავრობის ახალი ინიციატივებიც მიმოიხილეს.სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის აპრილში საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11,8% შეადგინა. ეკონომიკური ზრდის ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელმა 9% შეადგინა.მიმდინარე წლის ივნისში გამოქვეყნებული პროგნოზით, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2024 წელს 5,2%-ს, 2025 წელს კი 5%-ს შეადგენს. ამრიგად, პროგნოზი გაუმჯობესებულია - შესაბამისად, 0,4%-ით და 0,5%-ით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288179859_0:0:1780:1334_1920x0_80_0_0_cf4388ad8a0050fed3922ed9687a5100.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
თბილისში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა - რა განიხილეს შეხვედრაზე
საბჭოზე მსხვილი საინვესტიციო პროექტებით ინვესტორების დაინტერესება განიხილეს
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკაში სტაბილურობის შენარჩუნებაზე ისაუბრეს ეკონომიკური საბჭოს წევრებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე, იუწყება მთავრობის მეთაურის პრესსამსახური.
საბჭოს წევრებმა ეკონომიკური ზრდის მიმართულებით არსებულ პოზიტიურ ტენდენციებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს.
ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის - ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებებით.
განიხილეს მსხვილი საინვესტიციო პროექტებით ინვესტორების დაინტერესება. საბჭოს წევრებმა მთავრობის ახალი ინიციატივებიც მიმოიხილეს.
სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის აპრილში საქართველოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11,8% შეადგინა. ეკონომიკური ზრდის ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელმა 9% შეადგინა.
მიმდინარე წლის ივნისში გამოქვეყნებული პროგნოზით, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2024 წელს 5,2%-ს, 2025 წელს კი 5%-ს შეადგენს. ამრიგად, პროგნოზი გაუმჯობესებულია - შესაბამისად, 0,4%-ით და 0,5%-ით.