რაჭაში მიწისძვრა მოხდა

© AFP 2024 / OLIVIER MORINსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2024
გამოწერა
ეპიცენტრი 7 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ირთან მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
3,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 17:16 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 7 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
ყველა ახალი ამბავი
0