https://sputnik-georgia.com/20240616/meria-vakesi-axali-saavtomobilo-gvirabis-msenebloba-iwyeba-288430584.html
მერია: ვაკეში ახალი საავტომობილო გვირაბის მშენებლობა იწყება
მერია: ვაკეში ახალი საავტომობილო გვირაბის მშენებლობა იწყება
Sputnik საქართველო
გვირაბის მშენებლობა რვა თვეში, 2025 წლის იანვარში დასრულდება, განაცხადა ვიცე-მერმა 16.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-16T14:24+0400
2024-06-16T14:24+0400
2024-06-16T14:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/04/284691969_0:106:2049:1258_1920x0_80_0_0_b886f89f156feebf0f95fda511f2222b.jpg
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. თბილისის მერია მომავალი კვირიდან ვაკის რაიონში უნივერსიტეტის და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გვირაბის მშენებლობას იწყებს, განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.უნივერსიტეტის და ქავთარაძის ქუჩებს შორის გვირაბის მშენებლობის შესახებ ქალაქის ხელისუფლება მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ბაგების და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის გახსნის შემდეგ უნდა დაწყებულიყო. 332 მეტრი სიგრძის ოთხზოლიანი ხიდი 30 მაისს გაიხსნა.მისი თქმით, გვირაბის მშენებლობა რვა თვეში, 2025 წლის იანვარში დასრულდება.ხიდის მშენებლობის დაწყებამდე მერიამ უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია დაასრულა. 2023 წლის ივნისიდან ხუთი თვის განმავლობაში მუნიციპალურმა სამსახურებმა განაახლეს მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეცვალეს წყალმომარაგების, კანალიზაციის, გაზმომარაგების ქსელები, ასევე წყალარინების სისტემა.თბილისის მერია წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციას იწყებს >>„ამ გვირაბის სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2-3 წუთში, შესაძლებელი იქნება ქავთარაძის ქუჩაზე და შემდგომ ვაჟა-ფშაველაზე გადაადგილება. ეს იქნება დაახლოებით 8-თვიანი პროექტი. იანვრის თვეში გვირაბის სამუშაოები დასრულებული გვექნება“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.მისი თქმით, წლის ბოლომდე მერია არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/04/284691969_114:0:1933:1364_1920x0_80_0_0_6170e510b059f66f876a156be9e0f5a1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ვითარება გზებზე
მერია: ვაკეში ახალი საავტომობილო გვირაბის მშენებლობა იწყება
გვირაბის მშენებლობა რვა თვეში, 2025 წლის იანვარში დასრულდება, განაცხადა ვიცე-მერმა
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. თბილისის მერია მომავალი კვირიდან ვაკის რაიონში უნივერსიტეტის და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გვირაბის მშენებლობას იწყებს, განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
უნივერსიტეტის და ქავთარაძის ქუჩებს შორის გვირაბის მშენებლობის შესახებ ქალაქის ხელისუფლება მიმდინარე წლის თებერვალში განაცხადა. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ბაგების და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის გახსნის შემდეგ უნდა დაწყებულიყო. 332 მეტრი სიგრძის ოთხზოლიანი ხიდი 30 მაისს გაიხსნა.
„მომდევნო კვირიდან ერთ-ერთი გამორჩეულად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ. ეს იქნება უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბის მშენებლობასა“, - განაცხადა ბენდელიანმა.
მისი თქმით, გვირაბის მშენებლობა რვა თვეში, 2025 წლის იანვარში დასრულდება.
ხიდის მშენებლობის დაწყებამდე მერიამ უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია დაასრულა. 2023 წლის ივნისიდან ხუთი თვის განმავლობაში მუნიციპალურმა სამსახურებმა განაახლეს მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეცვალეს წყალმომარაგების, კანალიზაციის, გაზმომარაგების ქსელები, ასევე წყალარინების სისტემა.
„ამ გვირაბის სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2-3 წუთში, შესაძლებელი იქნება ქავთარაძის ქუჩაზე და შემდგომ ვაჟა-ფშაველაზე გადაადგილება. ეს იქნება დაახლოებით 8-თვიანი პროექტი. იანვრის თვეში გვირაბის სამუშაოები დასრულებული გვექნება“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.
მისი თქმით, წლის ბოლომდე მერია არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს განახორციელებს.