თბილისის მერია წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციას იწყებს

© Tbilisi City Hall კახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2024
გამოწერა
როგორც მერიაში განმარტეს, ადგილობრივ მოახლეობას სპეციალური საშვები დაურიგდება, რათა მათ ტერიტორიაზე გადაადგილება შეუფერხებლად შეძლონ.
თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის განცხადებით, პროექტი სამ ნაწილად განხორციელდება. პირველი და მეორე ეტაპი 15 ივნისიდან დაიწყება, ხოლო მესამე ეტაპი მომავალ წელს არის დაგეგმილი.
„სარეაბილიტაციო სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ბაგების დასახლების ახალ საავტომობილო ხიდამდე არსებულ მონაკვეთში ჩატარდება. პროექტი ითვალისწინებს გარკვეულ მონაკვეთებში გზის გაგანიერებას, ქვეითებისთვის ტროტუარის მოწყობა-მოწესრიგებას. პროექტი სამი მონაკვეთისგან შედგება. პირველ ეტაპზე, ორი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, მესამე ეტაპი კი მომავალ წელს განხორციელდება, რაც სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გზის მონაკვეთის გაგანიერებას და მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებას მოიცავს“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია ოქტომბერში დასრულდება.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, აღნიშნულ ორ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 ივნისის ღამით დაიწყება და 1,3 ათას მეტრ სიგრძის ტერიტორიაზე განხორციელდება. პროექტის ფარგლებში შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, ელექტროგადამცემი ხაზები, დამონტაჟდება გარე განათების ბოძები LED სანათებით. ტერიტორიაზე გაჩნდება საპარკინგე ადგილები, ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის.
როგორც მერიაში განმარტეს, ადგილობრივ მოახლეობას სპეციალური საშვები დაურიგდება, რათა მათ ტერიტორიაზე გადაადგილება შეუფერხებლად შეძლონ.
ყველა ახალი ამბავი
0