ცაგერში სეტყვამ ხუთი სოფელი დააზარალა

© Aspindza City Hallსეტყვა
სეტყვა - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2024
გამოწერა
ვენახებისა და ნათესების გარდა ზოგან დაზიანებულია საცხოვრებელი სახლებიც.
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსულმა სეტყვამ მოსახლეობა დააზარალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ადგილობრივების თქმით, სეტყვა დილით ერთდროულად რამდენიმე სოფელში ლასურიაში, ილამიერში, ჩხუტელში, ლაჯანაში და დეხვირში მოვიდა.
სეტყვის შედეგად დაზიანდა ვენახები და ნათესები, ზოგ სოფელში კი საცხოვრებელი სახლებიც.
ყველა ახალი ამბავი
0