https://sputnik-georgia.com/20240615/tbilisis-sakrebulom-yofil-ipodromtan-teritoriis-ganasenianeba-daamtkica-288420346.html
თბილისის საკრებულომ ყოფილ იპოდრომთან ტერიტორიის განაშენიანება დაამტკიცა
თბილისის საკრებულომ ყოფილ იპოდრომთან ტერიტორიის განაშენიანება დაამტკიცა
Sputnik საქართველო
სახლების მშენებლობა 8 ჰექტარ ფართობის ნაკვეთზე იგეგმება, რომელიც ფონდ „ქარტამ“ გასულ წელს გაყიდა. 15.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-15T21:05+0400
2024-06-15T21:05+0400
2024-06-15T21:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
თბილისის საკრებულო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1d/251603587_120:0:2056:1089_1920x0_80_0_0_c5c6234b936680d874372e14c60274a3.jpg
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. თბილისის საკრებულომ ყოფილი იპოდრომისა და მომავალი ცენტრალური პარკის მიმდებარედ შვიდი საცხოვრებელი კორპუსის, მათ შორის 79 სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა დაამტკიცა, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ.ოპოზიციის თქმით, მშენებლობა იგეგმება იმ ტერიტორიის ნაწილზე, სადაც ადრე იპოდრომი მდებარეობდა. მათი თქმით, ხელისუფლება იტყუებოდა, როდესაც აცხადებდა, რომ არ დაუშვებდა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის განაშენიანებას. სახლების მშენებლობა 8 ჰექტარ ფართობზე იგეგმება.განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, სამშენებლო არეალის ნახევარი გამწვანდება და შეემატება ცენტრალური პარკის ტერიტორიას, აღნიშნა მან.ბოლო დრომდე იპოდრომის მთლიანი ტერიტორია ეკუთვნოდა „ფონდ ქართუს“, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა.ფონდმა „ქართუმ" 36 ჰექტარი ყოფილი იპოდრომის ტერიტორია ქალაქს გადასცა, 2023 წელს კი კიდევ 8 ჰექტარი მიჰყიდა კომპანია „ცენტრალ პარკ ავენიუს“, რომლის აქციონერია Wissol Group.რაც შეეხება ცენტრალურ პარკს, სამშენებლო სამუშაოები 202 წელს დაიწყო. როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, რომ ფონდი „ქართუ“ საკუთარი სახსრებით აშენებს პარკს, რომელიც 40 მილიონის ინვესტიციას ითვალისწინებს.მულტიფუნქციურ სივრცეში მოეწყობა საგანმანათლებლო ცენტრი, ბოტანიკური ბაღი, იაპონური და ფრანგული ბაღები. პარკის ტერიტორიაზე განათავსებენ შადრევანსა და ამფითეატრს, სპორტულ ზონას, ასევე აქ გაჩნდება თბილისში ყველაზე დიდი სკეიტპარკი.გათვალისწინებულია სატყეო ზონები, ცხოველების გასასეირნებელი ადგილები, პანორამული პლატფორმა, ხელოვნური ტბა, საფეხმავლო ხიდი, ორი გვირაბი, თოკების პარკი და ზიპლაინი. იგეგმება ველობილიკები, სტრიტბოლის სივრცე, პიკნიკებისა და კლდეზე ცოცვის ზონები, პარკის ირგვლივ ავტოსადგომები მოეწყობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1d/251603587_362:0:1814:1089_1920x0_80_0_0_c67ef300aa9ee933bbbab0fb93bc394d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, თბილისის საკრებულო
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, თბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულომ ყოფილ იპოდრომთან ტერიტორიის განაშენიანება დაამტკიცა
სახლების მშენებლობა 8 ჰექტარ ფართობის ნაკვეთზე იგეგმება, რომელიც ფონდ „ქარტამ“ გასულ წელს გაყიდა.
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. თბილისის საკრებულომ ყოფილი იპოდრომისა და მომავალი ცენტრალური პარკის მიმდებარედ შვიდი საცხოვრებელი კორპუსის, მათ შორის 79 სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა დაამტკიცა, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ.
ოპოზიციის თქმით, მშენებლობა იგეგმება იმ ტერიტორიის ნაწილზე, სადაც ადრე იპოდრომი მდებარეობდა. მათი თქმით, ხელისუფლება იტყუებოდა, როდესაც აცხადებდა, რომ არ დაუშვებდა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის განაშენიანებას. სახლების მშენებლობა 8 ჰექტარ ფართობზე იგეგმება.
„დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც არ არის იპოდრომის ტერიტორია, ეს არის თამარაშვილის ქუჩის განაპირა მხარე. თუმცა, საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ მშენებლობა დაიწყება კანონმდებლობის სრული დაცვით“, - განაცხადა ტყემალაძემ.
განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, სამშენებლო არეალის ნახევარი გამწვანდება და შეემატება ცენტრალური პარკის ტერიტორიას, აღნიშნა მან.
ბოლო დრომდე იპოდრომის მთლიანი ტერიტორია ეკუთვნოდა „ფონდ ქართუს“, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა.
ფონდმა „ქართუმ" 36 ჰექტარი ყოფილი იპოდრომის ტერიტორია ქალაქს გადასცა, 2023 წელს კი კიდევ 8 ჰექტარი მიჰყიდა კომპანია „ცენტრალ პარკ ავენიუს“, რომლის აქციონერია Wissol Group.
რაც შეეხება ცენტრალურ პარკს, სამშენებლო სამუშაოები 202 წელს დაიწყო. როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, რომ ფონდი „ქართუ“ საკუთარი სახსრებით აშენებს პარკს, რომელიც 40 მილიონის ინვესტიციას ითვალისწინებს.
მულტიფუნქციურ სივრცეში მოეწყობა საგანმანათლებლო ცენტრი, ბოტანიკური ბაღი, იაპონური და ფრანგული ბაღები. პარკის ტერიტორიაზე განათავსებენ შადრევანსა და ამფითეატრს, სპორტულ ზონას, ასევე აქ გაჩნდება თბილისში ყველაზე დიდი სკეიტპარკი.
გათვალისწინებულია სატყეო ზონები, ცხოველების გასასეირნებელი ადგილები, პანორამული პლატფორმა, ხელოვნური ტბა, საფეხმავლო ხიდი, ორი გვირაბი, თოკების პარკი და ზიპლაინი. იგეგმება ველობილიკები, სტრიტბოლის სივრცე, პიკნიკებისა და კლდეზე ცოცვის ზონები, პარკის ირგვლივ ავტოსადგომები მოეწყობა.