https://sputnik-georgia.com/20240614/kvaracxelia-gvinda-am-cempionatze-cveni-saxeli-davtovot-288409633.html
კვარაცხელია: გვინდა ამ ჩემპიონატზე ჩვენი სახელი დავტოვოთ
კვარაცხელია: გვინდა ამ ჩემპიონატზე ჩვენი სახელი დავტოვოთ
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები ჩემპიონატზე პირველ მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთთან გამართავს 14.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-14T19:18+0400
2024-06-14T19:18+0400
2024-06-14T19:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1d/276218175_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_8a065f30079076af3c0088047f5474c0.jpg
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავისი სახელი დატოვოს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე, განაცხადა ნაკრების ერთ-ერთმა ახალგაზრდა ლიდერმა, თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ.საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, რომელიც წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება. გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.საქართველოს ნაკრები ჩემპიონატზე პირველ მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთთან გამართავს, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, 26 ივნისს კი გელზენკირხენში პორტუგალიას შეხვდება.მისი თქმით, საქართველოს ნაკრები მაქსიმალურად კონცენტრირებულია და მთელი მონდომებით ემზადება ამ ჩემპიონატისთვის.„მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირებია ფეხბურთელისთვის, რადგან შენი ქვეყნის სახელით თამაშობ, შენი ქვეყნისთვის თამაშობ და ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა კვარაცხელიამ.მისი თქმით, მთელი საქართველო ოცნებობდა ნაკრების ასეთ წარმატებაზე.გერმანიაში საქართველოსთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში იწყება >>„ძალიან დიდი ოცნება იყო, ალბათ, ყველა ქართველისთვის, ქართველი ფეხბურთელისა და ყველა გულშემატკივრისთვის, რომ ასეთ მნიშვნელოვან ტურზე ჩამოვსულიყავით... ამაზე ყველა ერთად ვოცნებობდით და როდესაც ამას მივაღწიეთ, ეს ჩვენთვის იყო ყველაზე ბედნიერი დღე“, - განაცხადა კვარაცხელიამ.ფეხბურთელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 18-ში, როდესაც საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს ითამაშებს, იქნება „კიდევ ერთი დიდი ერთიანი საქართველო". „ჩვენ ყველანი ერთად ვეცდებით გამარჯვებას“, - თქვა მან.საქართველოს ნაკრები ევრო-2024-ზე ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან გამარჯვების წყალობით მოხვდა. ისტორიული მატჩი 26 მარტს გაიმართა. ამ გამარჯვებას მთელმა საქართველო ზეიმობდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1d/276218175_61:0:1198:853_1920x0_80_0_0_4db9b6242f18f1386572e08788a5768c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
კვარაცხელია: გვინდა ამ ჩემპიონატზე ჩვენი სახელი დავტოვოთ
საქართველოს ნაკრები ჩემპიონატზე პირველ მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთთან გამართავს
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავისი სახელი დატოვოს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე, განაცხადა ნაკრების ერთ-ერთმა ახალგაზრდა ლიდერმა, თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ.
საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, რომელიც წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება. გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
საქართველოს ნაკრები ჩემპიონატზე პირველ მატჩს 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთთან გამართავს, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, 26 ივნისს კი გელზენკირხენში პორტუგალიას შეხვდება.
„დანამდვილებით იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ აქ არ ჩამოვსულვართ, რომ ამ ჩემპიონატს უბრალოდ დავესწროთ. ჩვენ გვინდა ამ ჩემპიონატზე ჩვენი სახელი დავტოვოთ, ისტორიის ახალი ფურცელი დავწეროთ“, - განაცხადა კვარაცხელიამ უეფას ვებგვერდზე გავრცელებულ ინტერვიუში.
მისი თქმით, საქართველოს ნაკრები მაქსიმალურად კონცენტრირებულია და მთელი მონდომებით ემზადება ამ ჩემპიონატისთვის.
„მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირებია ფეხბურთელისთვის, რადგან შენი ქვეყნის სახელით თამაშობ, შენი ქვეყნისთვის თამაშობ და ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა კვარაცხელიამ.
მისი თქმით, მთელი საქართველო ოცნებობდა ნაკრების ასეთ წარმატებაზე.
„ძალიან დიდი ოცნება იყო, ალბათ, ყველა ქართველისთვის, ქართველი ფეხბურთელისა და ყველა გულშემატკივრისთვის, რომ ასეთ მნიშვნელოვან ტურზე ჩამოვსულიყავით... ამაზე ყველა ერთად ვოცნებობდით და როდესაც ამას მივაღწიეთ, ეს ჩვენთვის იყო ყველაზე ბედნიერი დღე“, - განაცხადა კვარაცხელიამ.
ფეხბურთელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 18-ში, როდესაც საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს ითამაშებს, იქნება „კიდევ ერთი დიდი ერთიანი საქართველო". „ჩვენ ყველანი ერთად ვეცდებით გამარჯვებას“, - თქვა მან.
საქართველოს ნაკრები ევრო-2024-ზე ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან გამარჯვების წყალობით მოხვდა. ისტორიული მატჩი 26 მარტს გაიმართა. ამ გამარჯვებას მთელმა საქართველო ზეიმობდა.