https://sputnik-georgia.com/20240614/germaniasi-saqartvelostvis-sadebiuto-evropis-cempionati-iwyeba-288402675.html
გერმანიაში საქართველოსთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში იწყება
გერმანიაში საქართველოსთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში იწყება
Sputnik საქართველო
დღეს აიღებს სტარტს ზაფხულის მთავარი სპორტული მოვლენა, 2024 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატი, სადაც ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები იასპარეზებს 14.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-14T13:40+0400
2024-06-14T13:40+0400
2024-06-14T13:40+0400
ავტორები
სპორტი
ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/0a/288346805_0:0:1631:918_1920x0_80_0_0_07b2a863cdeded2811dc436b00749a6d.jpg
ქართველი ფეხბურთელები პირველ მატჩს 18 ივნისს თურქეთის ნაკრებთან გამართავენ.A ჯგუფი14 ივნისს გახსნის მატჩს, ტრადიციულად, ჩემპიონატის მასპინძელი გერმანია გამართავს, მისი მეტოქე შოტლანდიის ნაკრები იქნება. თამაში მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ 23:00 საათზე დაიწყება.ამ ჯგუფში მეორე მატჩი 15 ივნისს 17:00 საათზე გაიმართება - უნგრეთის ნაკრები შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება.B ჯგუფიასევე 15 ივნისს ასპარეზობას B ჯგუფის მონაწილეები დაიწყებენ.20:00 საათზე ესპანეთი - ხორვატია.23:00 საათზე იტალია - ალბანეთი.C ჯგუფიC ჯგუფის მატჩები 16 ივნისს გაიმართება.20:00 საათზე სლოვენია - დანია.23:00 საათზე სერბეთი - ინგლისი.D ჯგუფიამ ჯგუფში მატჩები ორ სათამაშო დღედ დაიყოფა.16 ივნისს, 17:00 საათზე, პოლონეთის ნაკრები ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.17 ივნისს კი, 23:00 საათზე, ავსტრიის ნაკრები ძალებს ტურნირის მთავარ ფავორიტთან - საფრანგეთის ნაკრებთან მოსინჯავს.E ჯგუფი17 ივნისს კიდევ ორი თამაში გაიმართება.17:00 საათზე რუმინეთი - უკრაინა.20:00 საათზე ბელგია - სლოვაკეთი.F ჯგუფიპირველი ტურის ბოლო სათამაშო დღეს დახურავენ F ჯგუფის მატჩები, სადაც ჩემპიონატზე თავის ასპარეზობას დაიწყებს საქართველოს ნაკრები, რომლის მეტოქე საკმაოდ ძლიერი თურქეთი იქნება.20:00 საათზე დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკის“ ცნობილ სტადიონზე, რომელიც 81 ათას ადამიანს იტევს, ნამდვილი საფეხბურთო „ბრძოლა“ გაჩაღდება. როგორც საქართველოს, ისე თურქეთის ნაკრებები ევრო-2024-ის პირველი მატჩის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ.ვილი სანიოლის გუნდმა ტურნირამდე ჩაატარა ერთი ამხანაგური მატჩი, რომელშიც ანგარიშით 3:1 მშვიდად მოუგო მონტენეგროს. გუნდის ყველა ლიდერი ჯანმრთელადაა და მზადაა ყველაფერი გაიღოს, რათა ღირსეულად წარმოაჩინოს თავისი ქვეყანა. რა თქმა უნდა, გუნდის მთავარი ვარსკვლავები და ფრონტმენები ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი იქნებიან.EURO-ზე წარმატებული გამოსვლისთვის დიდი პლუსი შეიძლება იყოს ტურნირის ახალი რეგლამენტი, ახლა ჯგუფიდან გასვლა შესაძლებელია მე-3 ადგილიდანაც კი (6-დან საუკეთესო შედეგის მქონე 4 მესამეადგილოსანი გუნდი პლეი ოფში გავა).რაც შეეხება მეტოქეებს, აქაც არის დადებითი ასპექტები. მაგალითად, ჯგუფის ფავორიტთან (პორტუგალიასთან) მატჩი ფინალურ ტურში გაიმართება და შესაძლოა პორტუგალიელები არც ისე მოტივირებული იქნებიან და ძირითად მოთამაშეებს დასვენების საშუალებას მისცემენ.მთავარი ბრძოლა ჯგუფიდან გასვლაზე საქართველოს თურქებთან და ჩეხებთან თამაშებში ელის, საქართველოს ორივე გუნდთან ბრძოლა და გამარჯვება შეუძლია, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იღბალზე, მაგრამ როცა გუნდი ყველაფერს აკეთებს შედეგის მისაღწევად, მაშინ ფეხბურთის ღმერთი მას სწყალობს. ჩვენ გვჯერა საქართველოსი! და როდის არ გვჯეროდა?!მეორე თამაშში 23:00 საათზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფში ერთმანეთს შეხვდებიან (პორტუგალია - ჩეხეთი). მატჩი ლაიფციგში, „რედ ბულ არენაზე“ გაიმართება.გიორგი კეკელია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/0a/288346805_41:0:1481:1080_1920x0_80_0_0_49ae40ac4dabe557c55fee825b1982c8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავტორები, სპორტი, ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში
ავტორები, სპორტი, ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში
გერმანიაში საქართველოსთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში იწყება
დღეს აიღებს სტარტს ზაფხულის მთავარი სპორტული მოვლენა, 2024 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატი, სადაც ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები იასპარეზებს
ქართველი ფეხბურთელები პირველ მატჩს 18 ივნისს თურქეთის ნაკრებთან გამართავენ.
14 ივნისს გახსნის მატჩს, ტრადიციულად, ჩემპიონატის მასპინძელი გერმანია გამართავს, მისი მეტოქე შოტლანდიის ნაკრები იქნება. თამაში მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ 23:00 საათზე დაიწყება.
ამ ჯგუფში მეორე მატჩი 15 ივნისს 17:00 საათზე გაიმართება - უნგრეთის ნაკრები შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ასევე 15 ივნისს ასპარეზობას B ჯგუფის მონაწილეები დაიწყებენ.
20:00 საათზე ესპანეთი - ხორვატია.
23:00 საათზე იტალია - ალბანეთი.
C ჯგუფის მატჩები 16 ივნისს გაიმართება.
20:00 საათზე სლოვენია - დანია.
23:00 საათზე სერბეთი - ინგლისი.
ამ ჯგუფში მატჩები ორ სათამაშო დღედ დაიყოფა.
16 ივნისს, 17:00 საათზე, პოლონეთის ნაკრები ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
17 ივნისს კი, 23:00 საათზე, ავსტრიის ნაკრები ძალებს ტურნირის მთავარ ფავორიტთან - საფრანგეთის ნაკრებთან მოსინჯავს.
17 ივნისს კიდევ ორი თამაში გაიმართება.
17:00 საათზე რუმინეთი - უკრაინა.
20:00 საათზე ბელგია - სლოვაკეთი.
პირველი ტურის ბოლო სათამაშო დღეს დახურავენ F ჯგუფის მატჩები, სადაც ჩემპიონატზე თავის ასპარეზობას დაიწყებს საქართველოს ნაკრები, რომლის მეტოქე საკმაოდ ძლიერი თურქეთი იქნება.
20:00 საათზე დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკის“ ცნობილ სტადიონზე, რომელიც 81 ათას ადამიანს იტევს, ნამდვილი საფეხბურთო „ბრძოლა“ გაჩაღდება. როგორც საქართველოს, ისე თურქეთის ნაკრებები ევრო-2024-ის პირველი მატჩის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ.
თურქები ამ შეხვედრის ფავორიტები არიან, მათ არსენალში მეტი გამოცდილება და მეტი ვარსკვლავი მოთამაშე ჰყავთ. მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ქართველები ახლა შესანიშნავ სათამაშო ფორმაში და ემოციურ მდგომარეობაში არიან, გუნდმა, ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე გასვლით, ნამდვილი გმირობა ჩაიდინა.
ვილი სანიოლის გუნდმა ტურნირამდე ჩაატარა ერთი ამხანაგური მატჩი, რომელშიც ანგარიშით 3:1 მშვიდად მოუგო მონტენეგროს. გუნდის ყველა ლიდერი ჯანმრთელადაა და მზადაა ყველაფერი გაიღოს, რათა ღირსეულად წარმოაჩინოს თავისი ქვეყანა. რა თქმა უნდა, გუნდის მთავარი ვარსკვლავები და ფრონტმენები ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი იქნებიან.
ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების შანსებზე საუბრისას უნდა აღინიშნოს პლეი-ოფის ორი თამაში - ლუქსემბურგთან და საბერძნეთთან. სწორედ ამ მატჩებში გამოჩნდა ერთიანი, შეკრული და ორგანიზებული გუნდი. შეცდომები, რა თქმა უნდა, იყო, განსაკუთრებით დაცვაში, მაგრამ მთლიანობაში ქართველები კონკურენტუნარიანად გამოიყურებოდნენ და მკაფიოდ იაზრებდნენ სამწვრთნელო შტაბის მოთხოვნებს.
EURO-ზე წარმატებული გამოსვლისთვის დიდი პლუსი შეიძლება იყოს ტურნირის ახალი რეგლამენტი, ახლა ჯგუფიდან გასვლა შესაძლებელია მე-3 ადგილიდანაც კი (6-დან საუკეთესო შედეგის მქონე 4 მესამეადგილოსანი გუნდი პლეი ოფში გავა).
რაც შეეხება მეტოქეებს, აქაც არის დადებითი ასპექტები. მაგალითად, ჯგუფის ფავორიტთან (პორტუგალიასთან) მატჩი ფინალურ ტურში გაიმართება და შესაძლოა პორტუგალიელები არც ისე მოტივირებული იქნებიან და ძირითად მოთამაშეებს დასვენების საშუალებას მისცემენ.
მთავარი ბრძოლა ჯგუფიდან გასვლაზე საქართველოს თურქებთან და ჩეხებთან თამაშებში ელის, საქართველოს ორივე გუნდთან ბრძოლა და გამარჯვება შეუძლია, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იღბალზე, მაგრამ როცა გუნდი ყველაფერს აკეთებს შედეგის მისაღწევად, მაშინ ფეხბურთის ღმერთი მას სწყალობს. ჩვენ გვჯერა საქართველოსი! და როდის არ გვჯეროდა?!
მეორე თამაშში 23:00 საათზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფში ერთმანეთს შეხვდებიან (პორტუგალია - ჩეხეთი). მატჩი ლაიფციგში, „რედ ბულ არენაზე“ გაიმართება.