თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

© photo: Sputnik / Stringerღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2024
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 14 ივნისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის, ლევან ალექსიძის და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უშანგი ჩხეიძის, უზნაძის, მარჯანიშვილის და ტეტელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
08:00 საათიდან 10:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის და გიორგი გურამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), რკინიგზის, გუჯეჯიანის, ბერიძის და ალექსი შიუკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების
დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0