https://sputnik-georgia.com/20240613/ra-ver-gaiko-opoziciam-saarchevnod-288391140.html
კრიტიკა გაერთიანების ნაცვლად - რა ვერ გაიყო ოპოზიციამ წინასაარჩევნოდ?
კრიტიკა გაერთიანების ნაცვლად - რა ვერ გაიყო ოპოზიციამ წინასაარჩევნოდ?
Sputnik საქართველო
„ნაციონალური მოძრაობა" ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ გააკრიტიკა 13.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-13T19:04+0400
2024-06-13T19:04+0400
2024-06-13T19:04+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1c/287588462_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_8498c78ac412757ac198b79c8f28e72c.jpg
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. იმ განცხადებების პარალელურად, რომ ოპოზიციის გაერთიანება საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე საქართველოში ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი შესაძლებლობაა, ოპოზიციონერები არც კი ცდილობს თავი შეიკავოს ურთიერთკრიტიკისგან.პროდასავლური ოპოზიციის უმრავლესობა ფიქრობს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამარცხებისთვის 26 ოქტომბერს არჩევნებზე რამდენიმე ოპოზიციური გაერთიანება უნდა წარდგეს. ასევე არსებობს მოსაზრება მთელი პროდასავლური ოპოზიციის გაერთიანების შესახებ, თუმცა, იგი წარმატებით არ სარგებლობს.როგორც ოპოზიციონერები აცხადებენ, ამ ეტაპზე მხარეები ერთმანეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მათ შორისაა პარტიები „ლელო საქართველოსთვის“, „დროა“, „გირჩი“ და „ახალი“, რომლებიც დაფუძნებულია ყოფილი მმართველი და ახლა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრების მიერ.ამ მოლაპარაკებების პარალელურად, „ახალის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ ყოფილი თანამებრძოლები გააკრიტიკა. მიზეზი „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის შეცვლა გახდა - დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტს ჯანმრთელობის მიზეზების გამო ტოვებს.„ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარემ აღნიშნული განცხადება უყურადღებოდ არ დატოვა. „დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები, რომლებიც თავს მის თანამებრძოლებად თვლიან, უკიდურესად იმედგაცრუებული არიან ნიკა მელიას ასეთი შეფასებებით“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.მისი თქმით, მელიას განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ ის იყო არაგულწრფელი, როდესაც განაცხადა, რომ ოპოზიცია არათავდასხმის რეჟიმში უნდა გადავიდეს. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის შეცვლას, როგორც ხაბეიშვილმა 8 ივნისს განაცხადა, მან ამ პოსტის დატოვება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაწყვიტა. ლევან ხაბეიშვილი 30 აპრილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაშავდა. შსს-ს ინფორმაციით, მან სამართალდამცველებისთვის ხელისშეშლის მიზნით პოლიციის კორდონი გაარღვია. ხაბეიშვილს ცხვირის ძვლების მოტეხილობა, თვალის დაზიანება და ტვინის შერყევა აღენიშნებოდა. მას ოპერაცია დასჭირდა.ხაბეიშვილი აპირებს პარტიის ყრილობის მოწვევას და თანაპარტიელებისთვის ახალ თავმჯდომარედ დეპუტატ თინა ბოკუჩავას არჩევის დასახელებას.ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ 2023 წლის 6 თებერვლიდან უძღვებოდა. წლის ბოლოსთვის პარტია დატოვა რამდენიმე წევრმა, ვინც არ ეთანხმებოდა პარტიის პოლიტიკას და ხაბეიშვილის ქმედებებს, მათ შორის პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ. მარტში მელიამ, ნიკა გვარამიასთან ერთად, შექმნა პარტია „ახალი“, რომელშიც მელიასთან ერთად „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული სხვა პოლიტიკოსებიც შევიდნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1c/287588462_93:0:1230:853_1920x0_80_0_0_5942ed5be4ec4f64904abc65798d5a41.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
კრიტიკა გაერთიანების ნაცვლად - რა ვერ გაიყო ოპოზიციამ წინასაარჩევნოდ?
„ნაციონალური მოძრაობა" ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ გააკრიტიკა
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. იმ განცხადებების პარალელურად, რომ ოპოზიციის გაერთიანება საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე საქართველოში ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი შესაძლებლობაა, ოპოზიციონერები არც კი ცდილობს თავი შეიკავოს ურთიერთკრიტიკისგან.
პროდასავლური ოპოზიციის უმრავლესობა ფიქრობს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამარცხებისთვის 26 ოქტომბერს არჩევნებზე რამდენიმე ოპოზიციური გაერთიანება უნდა წარდგეს. ასევე არსებობს მოსაზრება მთელი პროდასავლური ოპოზიციის გაერთიანების შესახებ, თუმცა, იგი წარმატებით არ სარგებლობს.
როგორც ოპოზიციონერები აცხადებენ, ამ ეტაპზე მხარეები ერთმანეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მათ შორისაა პარტიები „ლელო საქართველოსთვის“, „დროა“, „გირჩი“ და „ახალი“, რომლებიც დაფუძნებულია ყოფილი მმართველი და ახლა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრების მიერ.
ამ მოლაპარაკებების პარალელურად, „ახალის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ ყოფილი თანამებრძოლები გააკრიტიკა. მიზეზი „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის შეცვლა გახდა - დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტს ჯანმრთელობის მიზეზების გამო ტოვებს.
„პოლიტიკური კორუფცია, პოლიტიკის ბიზნესად გადაქცევა... პოლიტიკურ პარტიაში, როგორც შპს-ში, ნიშნავენ და შემდეგ გადაირჩევენ მენეჯერებს... არაფორმალურ მმართველობას მმართველობის არაფორმალური სტილი ვერ დაამარცხებს“, - დაწერა მელიამ სოციალურ ქსელში.
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარემ აღნიშნული განცხადება უყურადღებოდ არ დატოვა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები, რომლებიც თავს მის თანამებრძოლებად თვლიან, უკიდურესად იმედგაცრუებული არიან ნიკა მელიას ასეთი შეფასებებით“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.
მისი თქმით, მელიას განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ ის იყო არაგულწრფელი, როდესაც განაცხადა, რომ ოპოზიცია არათავდასხმის რეჟიმში უნდა გადავიდეს.
„იმედი მაქვს, რომ ეს მისთვის წარსულში დარჩება, რადგან წინ დიდი ბრძოლა გველის, რისთვისაც უნდა გავერთიანდეთ, რადგან სწორედ ამას ელის საზოგადოება", - განაცხადა ბოკუჩავამ.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის შეცვლას, როგორც ხაბეიშვილმა 8 ივნისს განაცხადა, მან ამ პოსტის დატოვება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაწყვიტა. ლევან ხაბეიშვილი 30 აპრილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაშავდა. შსს-ს ინფორმაციით, მან სამართალდამცველებისთვის ხელისშეშლის მიზნით პოლიციის კორდონი გაარღვია. ხაბეიშვილს ცხვირის ძვლების მოტეხილობა, თვალის დაზიანება და ტვინის შერყევა აღენიშნებოდა. მას ოპერაცია დასჭირდა.
ხაბეიშვილი აპირებს პარტიის ყრილობის მოწვევას და თანაპარტიელებისთვის ახალ თავმჯდომარედ დეპუტატ თინა ბოკუჩავას არჩევის დასახელებას.
ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ 2023 წლის 6 თებერვლიდან უძღვებოდა. წლის ბოლოსთვის პარტია დატოვა რამდენიმე წევრმა, ვინც არ ეთანხმებოდა პარტიის პოლიტიკას და ხაბეიშვილის ქმედებებს, მათ შორის პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ. მარტში მელიამ, ნიკა გვარამიასთან ერთად, შექმნა პარტია „ახალი“, რომელშიც მელიასთან ერთად „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული სხვა პოლიტიკოსებიც შევიდნენ.